Немного о Биг Бенне

კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი, ოთხივე მხარეს მიმართული, ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი, მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან, სიმაღლით მესამეა. კოშკის მშენებლობა 1858 წელს დასრულდა, მისი 150-ე წლისთავი კი 2009 წლის 31 მაისს აღინიშნა. ბიგ ბენს 2012 წელს დედოფლის საპატივსაცემოდ ელისაბედის კოშკი ეწოდა, იგი ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. კოშკი 13.7 ტონას იწონის, ციფერბლატის დიამეტრი 7 მეტრზე მეტია, ისრების სიგრძე კი 2.7 და 4.2 მეტრი.

კოშკის მშენებლობა დაახლოებით 150 წლის წინ დასრულდა და ორ მსოფლიო ომს გადაურჩა.

საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში არსებობს ლათინური წარწერა „Domine Salvam fac Reginam nostram Victoriam primam“ - „ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია“.

კოშკის პერიმეტრზე, საათის მარჯვნივ და მარცხნივ, მდებარეობს სხვა ლათინური ფრაზა

„Laus Deo“-„მადლობა ღმერთს“ ან „დიდება ღმერთს“.

ბიგ-ბენში იყო ციხე, რომელშიც თავხედ პარლამენტარებს ათავსებდნენ. ამ ციხის ბოლო პატიმარი ქალების უფლებებისთვის მებრძოლი ემელინ პანკჰიორსტი იყო. ამჟამად პარლამენტის გვერდზე მისი ძეგლი დგას.

ამჟამად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და დაახლოებით 29 მილიონი ფუნტი დაჯდება. რესტავრაციის შემდეგ 96-მეტრიან ელისაბედის კოშკზე ლიფტი გაჩნდება.

„ბი-ბი-სი ს“ ცნობით, 2021 წლამდე ის შესაძლოა განსაკუთრებული მოვლენების დროს, მაგალითად, ახალი წლის ღამეს აამუშაონ.