Город будущего, Сингапур

ძალიან ბერვს საუბრობენ სინგაპურზე, თუმცა მის შესახებ ბევრმა არაფერი იცის.

სინგაპური ე.წ „ლომის ქალაქი“ ელვისებური სისწრაფით ვითარდება და უსწრებს აწმყოს, ამის გამო შეგვიძლია ვუწოდოთ „მომავლის ქალაქი“, იგი უნიკალურია და ეს პატარა ქალაქი-სახელმწიფო გულგრილს არავის ტოვებს.

სინგაპური მსოფლიოს მეოთხე წამყვანი ფინანსური ცენტრი და კოსმოპოლიტური ე.წ „მსოფლიოს ქალაქია“. ცხოვრების დონის მიხედვით საუკეთესოა აზიაში და მე-11 ადგილზეა მსოფლიოში.

სინგაპურში მოგზაურობა ნამდვილი თავგადასავალია - აქ შეძლებთ მოინახულოთ:

ჩინური, არაბული და ინდური უბნები

იმისათვის, რომ შეიგრძნო სინგაპურის კულტურული მრავალფეროვნება აუცილებლად უნდა ეწვიოთ - Chinatown-ს, მალაიზიურ Kamponglam-ს და Geylang Serai - “პატარა ინდოეთს“. უბნების მონახულების შემდეგ აუცილებლად ეწვიეთ ადგილობრივ რესტორნებს.

სინგაპურის სანაპირო ზოლი

ეს ერთ-ერთი პოპულარული ადგილია სინგაპურში, ბიზნეს-ცენტრების, კურორტისა და ბოტანიკური ბაღის კომბინაცია არაჩვეულებრივ სანახაობას ქმნის.

ფუტურისტული პარკი

რკინის კონსტრუქციებითა და ვერტიკალური ბაღებით გაწყობილი ორიგინალური ტყე ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს. ორი 42 მეტრიანი ხე 22 მეტრის სიმაღლეზე დაკიდული ხიდით არის შეერთებული. ეს მეტალის გიგანტები ულამაზეს ფერებს ქმნიან მოსაღამოვებისას.

მერლაიონი

მითიური ცხოველის ქანდაკება - ქალაქის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა, ქანდაკებას ლომის თავი და თევზის ტანი აქვს, მისი პირიდან კი შადრევანი გამოდის.

სინგაპურის ზოოპარკი

ღია სივრცე ზოოპარკს ერთ-ერთ სასურველ სანახაობად აქცევს, აქ ყველა ბარიერი ბუნებრივია და დამთვალიერებლებს შეუძლიათ ფიზიკური კონტაქტი ცხოველებთან. აქ შეზლებთ თქვენივე ხელით აჭამოთ აქლემებს, მაიმუნების გარემოცვაში მიირთვათ ჩაი, ეს ყოველივე საოცარი სანახაობაა იქ მყოფთათვის, ზოოპარკი ღამის საფარსაც გვთავაზობს, რომელიც აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ატრაქციონების პარკი „Universal Studios

თუ გსურთ შეხვდეთ ცნობილ ანიმაციურ პერსონაჟს, მაშინ ეს ადგილი თქვენთვის არის შექმნილი, პარკში ყველაზე მაღალი ამერიკული მთებია მთელს აზიაში.

ოკენარიუმი

სინგაპურში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოკენარიუმია მთელს მსოფლიოში, დამთვალიერებელს 800-ზე მეტი სახეობის ზღვის ცხოველის ნახვა შეუძლია. განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნის ცენტრალური აკვარიუმი, მსოფლიოში ყველაზე დიდი პანორამული კედლით - 36 მეტრი სიგანე და 8,3 მეტრი სიმაღლე.

სინგაპურის ბოტანიკური ბაღი

ბაღში შეხვდებით გედების ტბას, ორქიდეების პარკს და ასევე პალმების მდელოს.

ხიდი ხეებს ზემოთ

სინგაპური სიმწვანითაც გამოირჩევა მთელს მსოფლიოში და ამის დასტური არის ის რომ სპეციალურად ჯუნგლებზე დასაკვირვებლად და ეგზოტიკური ჩიტების სანახავად 250 მეტრიანი ხიდი, რომელიც დედამიწიდან 25 მეტრის სიმაღლეზე გადის სწორედ სინგაპურშია.

ხიდი ძალიან მყარია და სიმაღლის შიშის მქონე ადამიანებისათვის ადრენალინის ნამდვილი წყაროა.

სიმდიდრის შადრევანი

ლეგენდის თანახმად, თუ საათის ისრის მიმართულებით სამ წრეს შემოუვლი შადრევანს ისე, რომ ხელი წყალში გექნება, ნებისმიერი სურვილი აგიხდება.

ეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შადრევანია.