ზღაპრული დისნეილენდი

მშვენიერი ქალაქი-პარკი, რომელიც პარიზთან ახლოს მდებარეობს. იგი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაარსდა, მაგრამ მისი ჯადოსნური სასახლეები,ატრაქციონები და ზღაპრული გმირები ვერ დატოვებენ გულგრილს ნებისმიერი ვიზიტორის.

 

 

პარკის შესასვლელთან არის უზარმაზარი ვარდისფერი სასახლე, ზუსტად აქ არის განთავსებული სალაროები, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ შესვლის ბილეთები. აქვე შეგიძლიათ აიღოთ პარკის რუკა, რომლის გარეშეც თქვენ უბრალოდ დაიკარგებით ამ ჯადოსნურ „ქვეყანაში“.

 

 

პარკი იყოფა 5 ზონად , მთავარი ქუჩა Main Street U.S.A, რომელიც გავს მე-20 საუკუნის ამერიკულ ბულვარს. ქუჩაზე არის რამოდენიმე სუვენირების მაღაზია,რესტორანები და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საპარეკმახერო. Main Street U.S.A არის გრანდიოზული აღლუმების ქუჩა, რომელზეც დღეში რამოდენიმე ჯერ ტარდება. ყველაზე ლამაზი და გრანდიოზული აღლუმი ტარდება საღამოს და ფეიერვერკით მთავრდება.

 

 

ატრაქციონების დიდი არჩევანი არის  Frontierland-ში. აქ არის „ამერიკული გორგა“, მოჩვენებების სახლი, ტირი და უამრავი სხვა გასართობი. Frontierland პარკი არის მეკობრეების ბაზის სტილში. აქ არის ძველებული გემი, რამოდენიმე ტავერნა, და ასევე ძალიან ბევრი მხიარული ატრაქციონი და სათამაშო ოთახები..

 

 

ჟულ ვერნის და ფანტასტიკის მოყვარულეები კი ჯობია წავიდნენ Discoveryland - ში. ეს ნამდვილი ფანტასტიკური სამყაროა, სადაც ატრაქციონების გარდა, დაესცრებიან მეცნიერულ ლექციებს.

 

 

Fantasyland მთავარი სილამაზეა მძინარე მზეთუნახავის სასახლე. მსურველებს შეუძლიათ ასვლა მის ერთ-ერთი კოშკის მწვერვალზე, საიდანაც  ჩანს მთელი დისნეილენდი. პარკის ეს ნაწილი გათვლილია პატარებზე, აქ მათ შეხვდებიან საყვარელი გმირები.

 

პარკის გახსნიდან რამოდენიმე წელიწადში, აქ გაჩნდა ახალი თემატიკური ზონა - ვოლტ დისნეის სტუდიოს პარკი. იგი ეძღვნება დისნეის ფილმების გადაღების საიდუმლოებას, რომლებიც ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში. ეს თემატური ზონა ასევე ძალიან დიდია, აქ ათობით საოცარი ატრაქციონია და საგანმანათლებლო ღონისძიება ხელმისაწვდომია დამსვენებლებისთვის.

 

ვოლტ დისნეის სტუდიოს პარკში, არის ნამდვილი გადასაღები მოედანი, რომელიც განთავსებულია შუა საუკუნეების სასახლის, შიდა ეზოში. ეს არის Sunset Boulevard-ის ზუსტი ასლი, რომელიც მდებარეობს ლოს ანჯელესში. ამ ბულვარის გასწვრიმ არის ძალიან ბევრი საინტერესო სუვენირების მაღაზია, რომლებშიც იყიდება აქსესურარების ზუსტი ასლები, სხვადასხვა ფილმებიდან, ასევე პოპულარული ფილმების გმირების კოსტიუმები.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი, პარკის ახალ ნაწილში არის სპეც-ეფექტების სტუდიო. დღის განმავლობაში აქ მიმდინარეობს წარმოუდგენელი ეფექტების ჩვენება.

ახლა პარიზის დისნეის წელიწადში 12 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მისი ატრაქციონები და გასართობი პროგრამები, აბსოლუტურად ყველასთვის შესაფერისია.

 

 

პარკის ტერიტორიაზე არის საოჯახო სასტუმროები, არის რესტორანები და კაფეები, ასევე ბევრი მაღაზიები. გახსნიდან რამოდენიმე თვეში პარიზის დისნეილენდმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა.

 

დისნეილენდი არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც გახდა ჯადოსნური და ოცბებების ამსრულებელი პარკი.