დედამიწის ჯადოსნური და იდუმალი ადგილები

ჩვენი სამყარო სავსეა შეუდარებელი სილამაზით, როგორც ადამიანის მიერ შექმნილი, ასევე ბუნებრივი. ძნელი სათქმელია, საკმარისია თუ არა ერთი სიცოცხლე, რომ ნახოთ ყველა მიწიერი საოცრება.

 

Skaftafell Cave, ისლანდია

 

Skaftafell Cave - ს მღვიმეებში კაშკაშა ცისფერი ფერი ანათებს, ეს საუკუნეების განმავლობაში ყინულის შეკუმშვით იყო გამოწვეული. ვინაიდან ჟანგბადი არასაკმარისი იყო გამოქვაბულში მზის სხივები ყინულმა შთანთქა და ლურჯი ფერებით განათდა, უსაფრთხოების ნორმები რომ იყოს დაცული, ტურისტებს მისი მონახულება მხოლოდ დაბალი ტემპერატურის დროს შეუძლიათ.

 

ვალდესის ნახევარკუნძული, არგენტინა

 

 

არგენტინის ატლანტიკურ სანაპიროზე ამ ნახევარკუნძულს „უწყვეტ ღია ცის ქვეშ ზოოპარკს“ უწოდებენ. ვალდეზი ცნობილია ფაუნით, აქ ბინადრობს სირაქლემა ნანდასი და გუანაკო, ასევე სანაპირო ზოლთან ზღვის ლომები, ზღვის სპილოები და ვეშაპები. სპეციალურ ფერმებში კი ათასობით მაგელანის პინგვინი, კუნძულის ტერიტორიაზე მარილიანი ტბა, რიფები და კლდეებია.

 

ანტილოპა კანიონი, აშშ

 

 

ერთ-ერთი ჯადოსნური და იდუმალი ადგილი, რომელიც მხოლოდ ბუნების კრეატიულმა ფანტაზიამ შეიძლება შექმნას, ანტილოპას კანიონია არიზონაში, სამხრეთ-დასავლეთით შეერთებულ შტატებში. ამ საოცარი ადგილის ნაკრებმა  სახელწოდება სტაფილოსფერი და წითელი კედლების გამო დაიმსახურა.

მიუხედავად იმისა რომ ეს ადგილი არის უნიკალური და ლამაზი, კანიონი არ არის ნაციონალური პარკი, ალბათ ამიტომაცაა იგი არა პოპულარული გრანდ კანიონის ან ბრაისის კანიონისგან განსხვავებით.

 

ზაკინტოსის ლურჯი მღვიმეები, საბერძნეთი

 

 

არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მთელი პლანეტის - კუნძულ ზაკინტოსზე- იმყოფება ბუნების ნამდვილი სასწაული, სადაც მთელი მსოფლიოდან ტურისტები ჩამოდიან ამ სილამაზის სანახავად. საუბარია ცისფერ მღვიმეებზე. კუნძულის ის ადგილი, სადაც გამოქვაბულები აღმოაჩინეს, საკმაოდ დაშორებულია ცივილიზაციას - აქ შეგიძლიათ მოხვდეთ მხოლოდ ზღვიდან გემით ან ნავით.

 

Fly Geyser , ნევადა, აშშ

 

Fly Geyser-ზე ფუნქციონირებს თერმული წყარო. მისი „აღმოჩენა“ არ მომხდარა ადამიანის ჩარევის გარეშე. 1961 წალს ამ ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გათხრები, შემთხვევით დააზიანეს გეოთერმული ჯიბე და თითქმის 50 წლის შემდეგ,მდუღარე წყალმა ამოხეთქა ზედაპირზე. გეიზერის კედლები კვლავ იზრდება და იცვლება (ბოლო მონაცემებით მისი სიმაღლე 1.5მეტრია). მისი არაჩვეულებრივი ფერი კი მინერალების, წყალმცენარეებისა და ციანობაქტერიების დამსახურებაა.