წარმოუდგენელი სილამაზის მდინარე კანიო - კრისტალესი

კანიოს კრისტალებში სულ ხუთი ფერია: ყვითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და წითელი. ყველა მათგანი მრავალი წყალმცენარეების სასიცოცხლო მოქმედების პროდუქტია და სეზონიდან გამომდინარე, ფერის გაჯერება ან სუსტდება ან ძლიერდება.

 

 

მდინარეში წყალი ისეთი სუფთაა, რომ სიღრმეში გაცურვის დროსაც ბსკერი ჩანს, მაგრამ თევზი აქ არ არის, უნიკალური კალაპოტის მახასიათებლების გამო. რადგან ფერების არევა ხდება წელიწადის ყველაზე ცხელ პერიოდში, მდინარე ტურისტებისთვის იხსნება მხოლოდ ივნისიდან ნოემბრამდე.

 

 

როდესაც ერთხელ ნახავთ - მიხვდებით, თუ რა არის ბუნების ძალა და სილამაზე. საკმარისია გამოხვიდეთ კანიოს-კრისტალეს ნაპირზე და მიხვდებით რომ მოხვდით უნიკალურ ადგილზე.

მდინარე კანიო-კრისტალე განთქმულია სილამაზითა და აღიარებულია როგორც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მდინარე. კრისტალე მიედინება დასახლებაში, მისი სიგრძეა 100კმ, სიგანე კი - 20მ, ამიტომ მასე ვერ ვუწოდებთ დიდ მდინარეს.

 

კანიო-კრისტალეს - ეს არის ბუნების ფერადი ფეიერვერკი, სადაც ჭარბობს წითელი,ყვითელი და მწვანე ფერები. შინდისფერი, ალისფერი, ვარდისფერი გრძელი ძაფები და სადაც ნაკლები მზეა, მომწვანო წყალმცენარეები სახელად Clavija Macarinence, რომლებიც მხოლოდ აქ ხარობენ.

უფრო ღრმა ადგილებში, არის ბუნებრივი ბასეინები - აქ ბანაობა ხელახლა დაბადების ტოლფასია.