ლატვიის დედაქალაქი რიგა და მისი ულამაზესი ღირსშესანიშნაობები

პატარა,ამაყი და ულამაზესი ლატვიის დედაქალაქი რიგა,
ჩრდილოეთ ევროპის მემკვიდრეობის და მთელი ბალტიისპირეთის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი. აქ ჩამოდიან არა მხოლოდ იმისათვის, რომ დააგემოვნონ შპროტები და რიგის ბალზამი, არამედ საინტერესო ექსკურსიების და შემეცნებითი დროის გასატარებლად. რიგაში უამრავი მუზეუმები ,გალერეები, ისტორიული მონუმენტები და არქიტექტურული ძეგლებია.

 

 

ძველი ქალაქი სავსეა საინტერესო კულტურული ღირშესანიშნაობებით, მაგალითად სხვადასხვა სარწმუნოების ტაძრები ამშვენებენ მოედნებს და ძველ შუა საუკუნის ქუჩებში ტურისტებს ელოდებათ სტუმართმოყვარე მყუდრო ტავერნები. რიგა არის უძველესი სავაჭრო გილდიების დიდებული ქალაქი, ტომლის ტრადიციები რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გრძელდება და დღემდე ცოცხალია.

ძველი ქალაქი

 

ლატვიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრია, სადაც განთავსებულია ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობები. ძველ, დაკლაკნილ ქუჩებში ჯერ კიდევ იგრძნობა შუა საუკუნეების ატმოსფერო. ჩრდილოეთ ევროპის ტრადიციული არქიტექტურა აქ ყველგან იგრძნობა.

რიგის სასახლე

 

XIV საუკუნის  სასახლე დგას დაუგავის(დვინის) მდინარის ნაპირზე. ის იყო აშენებული ლივონის ორდენის მაგისტრებისთვის. მრავალრიცხოვანი ბრძოლების შედეგად, სასახლე არა ერთხელ იყო დაზიანებული და შემდეგ თავიდან აშენდა. ახლა კი სასახლე პრეზიდენტის რეზიდენციაა.

 

მერია

 

 

ქალაქის მერიის  ისტორიული შენობა აშენდა XIII საუკუნეში, იგი განადგურებული იყო  ხანძრების და სროლების გამო 1941 წალს. მერიისგან იყო დარჩენილი მხოლოდ ნანგრევები და ფასადის ფრაგმენტები. რესტავრაცია დაიწყო მხოლოდ 90-იან წლებში. ახალი შენობა დამთავრდა 2003 წალს. იგი არის ძველი მერიის თითქმის სრული ვერსია.

 

სახლი შავი კატებით

 

 

სახლი არის ძველ ქალაქში, იგი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლატვიის დედაქალაქის ღირშესანიშნაობა. შენობა აშენდა XX საუკუნეში, რაფაელის პროექტის მიხედვით. ითვლება რომ კატების ფიგურები კოშკებზე გაჩდნენ ვაჭარი ბრუმერის იდეის წყალობით - სახლის ყოფილი მფლობელის. ცხოველები იყვნენ მიბრუნებულები სავაჭრო გილდიის ფანჯრებისკენ ზურგით, სადაც ბრუმერი არ მიიღეს. კატების ასეთი მდგომარეობით ვაჭარმა შური იძია გილდიის ხელმძღვანელებზე.

 

 

მენცელდორფის სახლი

 

შენობა აშენდა XVII საუკუნეს, სადაც იმყოფება ქალაქის ყველაზე ძველი აფთიაქი. წამლების გარდა, აქ ორი საუკუნის განმავლობაში იყიდებოდა მელანი, დენთი და კოსმეტიკა. ითვლება რომ ზუსტად ამ აფთიაქში იყო შექმნილი განთქმული რიგის ბალზამი. ინგრედიენტები მოიცავს რამოდენიმე სახის ბალახეულს, ზეთებს, კენკრას და ხილს. იგი გამოიყენებოდა როგორც გამაყუჩებელი საშუალება.

 

სამი ძმა

 

საცხოვრებელი სახლების კომპლექსი რიგის ისტორიულ ცენტრში, შენარჩუნებულია XV საუკუნიდან. იგი შუა საუკუნეების ურბანული დაგეგვმის მოდელია. შენობები  ერთმანეთთან იმდენად ახლოსაა, რომ ერთ მთლიან შენობას ჰგვანან. ვარაუდობენ რომ ეს სახლები ერთი და იგივე ადამიანის აშენებულია.

 

დიდი და პატარა გილდია

 

შენობა რომელიც ეკუთვნოდა რიგის ყველაზე ძალაუფლებიან  სავაჭრო გილდიას - დიდი და პატარა. იგი იყო აშენებული XIX საუკუნეში ინგლისური ნეოგოთიკის სტილში. ინტერიერი მორთულია ორიგინალური ჭაღებით,ლამაზი ვიტრაჟებით და დეკორატიული კედლის მწერლობით.

 

კონვენციის ეზო

 

არქიტექტურული ძეგლი XIV-XVIII საუკუნე, სადაც ადრე იმყოფებოდა რაინდების ორდენი.იგი მდებარეობს რიგის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში. რამოდენიმე საუკუნის წინ აქ იდგა ორდენის სასახლე, რომელიც შემდგომ იყო განადგურებული. ბერების წასვლის შემდებ, ამ ტერიტორიაზე იყო გახსნილი კონვენციის(პრიუტის) კომპლექსი.

 

ალბერტის ქუჩა

 

პატარა ქუჩა, საინტერესო არქიტექტურულ არტ ნოვოს(მოდერნი) სტილში გაშენებული. შენობების დიდი ნაწილი იყო აშენებული სულ რაღაც ორ წელიწადში. ეიზენშტეინის პროექტის მიხედვით, აქ არის რიგის მოდერნის მუზეუმი, ოფისები, ადმინისტრაციული შენობები. ალბერტის ქუჩას უწოდებენ „არტ ნოვოს მარგალიტს“.

 

წმ.პეტრეს ეკლესია

 

შუა საუკუნის ტაძარი, განთქმული თავისი მაღალი სამრეკლოთი. კოშკის სიმაღლე - 123,5 მეტრია, სიგანე- 65,5მეტრია. ფასადზე არის ძველებური საათი და სახურავზე არის ფლუგერი - ოქროს მამალი. წმ.პეტრეს ეკლესიის კოშკი დომინირებს რიგის ისტორიული ცენტრის შენობებზე. ეკლესიის მახლობლად არის  ბრემენის მუსიკოსების ძეგლი.