სხვადასხვა ქვეყნის საახალწლო ტრადიციები

ძალიან მალე! ყველა მიულოცავს ერთმანეთს, გაცვლიან საჩუქრებს და ჩაიფიქრებენ სურვილებს.

love travel-ის გუნდმა გადავწყვიტეთ გაგვერკვია, თუ როგორ აღნიშნავენ და რა ტრადიციები აქვთ ახალ წელს სხვადასხვა ქვეყნებში.

ჩვენ შევკრიბეთ ყველაზე უცნაური და საინტერესო ტრადიციების მქონე ქალაქები:

კუბა

 

თავისუფლების კუნძულზე, ახალი წლის დადგომამდე ტრადიციაა, რომ ყველა ჭურჭელი უნდა აივსოს წყლით, შუაღამით წყალი უნდა გადაისხას ფანჯრებიდან. ასე კუბელები აცილებენ ძველ წელს და უსურვებენ მშვიდობიან გზას.

ასევე ახალი წლის ღამეს, სანამ საათის ისარი თორმეტამდე მივა, უნდა მოასწრონ თორმეტი ყურძნის მარცვლის ჭამა. ამ უცნაური ტრადიციით ისინი თვლიან, რომ შემდეგი წელი მათ მოუტანს სიკეთეს, ჰარმონიასა და კეთილდღეობას.

 

 

მიანმარა

აქ ახალი წელი ყველაზე ცხელ სეზონს ემთხვევა, ამიტომ მიანმარის ხალხმა ამოირჩა ორიგინალური მეთდი მის აღსაღნიშნავად.

ახალი წლის დღეებში ქუჩაში შეხვედრისთანავე ხალხი იწყებს წუწაობას! ამით ისინი ულოცავენ ერთმანეთს მომავალ ახალ წელს და უსურვებენ ბედნიერებას, ამავდროულად გასულ წელს ემშვიდოდებიან.

 

 

არგენტინა

 

არგენტინელებმაც გამოიგონეს ახალი წლის მხიარული აღნიშვნა. ისინი ხშირად აფენენ ქაღალდებს მთელს ქუჩებში. რატომ? ტრადიციის მიხედვით არგენტინელები ყრიან ფანჯრებიდან არასასურველ მაკულატურას - ჟურნალებს, გაზეთებს და სხვა არასაჭირო ქაღალდებს - ეს სიმბოლოა ძველი პრობლემებისა და წარუმატებლობის თავიდან აცილების. თანაც ეს იდეალური საშუალებაა სტრესის მოსახსნელად. ახალ წელს კი, არგენტინელები  ოჯახთან ერთად ხვდებიან.

 

 

შოტლანდია

თუ თქვენ გადაწყვეტთ შეხვდეთ ახალ წელს შოტლანდიაში, კაშკაშა (პირდაპირი მნიშვნელობით) შთაბეჭდილებები გარანტირებული გექნებათ. მათ აქვთ ერთი სპეციფიური ტრადიცია: ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები, აგორავებენ ანთებულ კასრებს მთელს ქალაქში, ასეთი მოქმედებით ისინი აცილებენ გასულ წელს.

რა თქმა უნდა მთეს ქალაქში ცეცხლოვანი „ბურთების“ ნახვა ძალიან სასიამოვნო და ლამაზი სანახაობაა, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა.

 

პერუ

 

 

პერუშიც არის რამოდენიმე საინტერესო საახალწლო ტრადიცია. მაგალითად, ახალი წლის ღამეს ახალგაზრდა გოგონები, აგროვებენ ტირიფის ტოტებს და მიდიან ქალაქში სასეირნოდ. იმ მამაკაცმა, რომელსაც გოგონა შესთავაზებს ტოტს, უნდა მოიყვანოს ცოლად და ვისაც არ აქვს სურვილი ცოლის მოყვანის და გათხოვების, ისინი ქალაქში „ჩემოდნით“ დადიან.

„ჩემოდნით“ სიარული კი, მეორე ტრადიციის მიხედვით, ნიშნავს ახალ წელს სამოგზაუროთ გამგზავრებას.

 

 

რუმინეთი

 

ერთ-ერთი რუმინეთის ტრადიცია, ნამდვილად არის გამოგონილი ტკბილეულის მოყვარულეებისათვის: აქაური დიასახლისები საახალწლო ნამცხვრებში დებენ სხვადასხვა პატარა სიურპრიზს: მონეტებს, ფაიფურის თოჯინებს, ბეჭდებს და მწარე წიწაკას! შეგიძლიათ გამოიცნოთ თუ როგორი წელი გელით, იმის მიხედვით თუ რას იპოვით საახალწლო ნამცხვარში. მაგალითად ბეჭედი - ბედნიერების სიმბოლოა, მონეტა - სიმდიდრის, ფაიფურის თოჯინა - ოჯახის.

 

 

ნორვეგია

 

ნორვეგიელებს წმინდად სჯერათ სულების და ჯადოქრების, ამიტომ არაა საკვირველი, რომ ახალი წლის ღამეს ყველა მალავს ცოცხებს, რათა ჯადქრებმა არ მოიპარონ ისინი.

 

სლოვაკეთი

 

 

სლოვაკეთშიც არის საინტერესო საახალწლო ტრადიცია: როდესაც მთელი ოჯახი იკრიბება საახალწლო სუფრასთან, ოჯახში ყველაზე უფროსმა კოვზით უნდა ამოიღოს სლოვაკეთის საახალწლო ტრადიციული პუდინგი (loksa) და ისროლოს ჭერში. რაც უფრო მეტი მიეწებება ჭერზე, მით უფრო ბედნიერი წელი იქნება და რა თქმა უნდა სტუმრების ტანსაცმელიც სუფთა დარჩება.