ტოპ 7 ქვეყანა რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ჩვენი მსოფლიო არის წარმოუდგენლად ლამაზი. უამრავი ქვეყანა, სხვადასხვანაირი ბუნება, სრულიად განსხვავებული ხალხი - ჩვენ ყოველ ჯერზე ვეცნობით მსოფლიოს თავიდან , მიუხედავად იმისა რომ შეიძლება მოვინახულოთ ერთი და იგივე ქვეყანა ან ქალაქი ორჯერ ან სამჯერ წელიწადში და ჩვენთვის მაინც რაიმე ახალი შეიძლება აღმოვაჩინოთ. ჩვენ მოგიყვებით იმ 7 ქვეყანაზე, რომელშიც ხშირად დადიან ტურისტები წელიწადში რამდენჯერმე.

 

1. ნორვეგია - ტროლების და ფიორდების ქვეყანა

 

 

ალბათ ყველამ იცის ნორვეგიის და მისი განსაკუთრებული კულტურის შესახებ. ეს ის  ქვეყანაა სადაც რეალობა და ზღაპარი ერთმანეთს ერწყმის - ნორვეგიის მოქალაქეებს სრული სერიოზულობით სჯერათ ტროლების და იციან რომ ყველანაირ გარემოში შეიძლება გამოჩნდეს რაიმე სასწაული.

სავარაუდოდ თქვენ ბევრი გსმენიათ  ნორვეგიის შესახებ - ვიკინგების და ფიორდების ქვეყანაზე, სადაც მთები, ბალახი და სრულიად განსხვავებულ ატმსფეროში იხატება წარმოუდგენლად ლამაზი სამყარო.

ფიორდები - ყველაზე პოპულარულია ექსკურსიებს შორის. აქ ჩამოდიან იმისთვის რომ დატკბნენ მთების და მდინარის პეიზაჟებით, გაცურონ ყველა ფიორდში, გაისეირნონ ლოფოტენის კუნძულებზე, გაიგონ მეტი ვიკინგების ისტორიაზე და ითევზაონ.

 

 

2. ისლანდია - ყინულის და ცეცხლის ქვეყანა

 

 

ისლანდია -“ქვეყანა რომელიც იმყოფება სხვა პლანეტაზე“. ისლანდიას აქვს თავის საიდუმლოებები და ყოველთვის ააღელვებს თქვენს ფანტაზიას. ისლანდიაში  ჩასვლისას თქვენ ყოოველთვის გაოცებული დარჩებით მისი დიდებული სილამაზით. ვულკანები, გეიზერები, ჩანჩქერები - ეს ყველაფერი არის ისლანდიის სავიზიტო ბარათი. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ ისლანდიაში - არ გადადოთ, აუცილებლად გაემგზავრეთ! Must see!

 

 

3. სათხილამუროკურორტებიფინეთში

 

 

ჩვენს ტოპ 10-ის სიაში შედის ფინეთი. რატომ არის ეს კურორტი შესანიშნავი ოჯახთან ერთად მოგზაურობისთვის? იმიტომ რომ, აქ არის უამრავი სათხილამურო და სარბენი ბილიკი, ყველაზე მრავალფეროვანი სირთულეებით და ყველაზე პატარა ტურისტი-მოთხილამურეც კი დარჩება კმაყოფილი მოგზაურობით და თოვლიანი პეიზაჟების დათვალიერებით, გარდა ამისა აქ არის უამრავი  კომფორტული კოტეჟი.

 

4. რომანტიულიიტალია

იტალიაში ჩამოდიან ატმოსფოროსთვის - რომ ისიამოვნონ ყველაზე განთქმული ღირშესანიშნაობების დათვალიერებით, ეწვიონ რომანტიულ ვენეციას და იპოზიორონ უძველეს პიზაში. მაგრამ ყველამ არ იცის რომ ყველაზე სწორი დასვენება იტალიაში - აქტიური უნდა იყოს.

პირველ რიგში უნდა მიაქციოთ ყურადღება დოლომიტის ალპებს, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ როგორც შემოდგომაზე ასევე ზამთარში.

 

 

ასევე არ უნდა გამოტოვოთ ვენეცია, თავისი ზღაპრული და იდუმალი სილამაზით.

იტალიის მესამე მარგალიტი არის ტოსკანა, წარმოუდგენლად ლამაზი პეიზაჟებითა და ქალაქებით. განსაკუთრებით ლამაზი ხდება პროვინცია შემოდგომაზე. ულამაზესი ქალაქი სან ჯიმინიანო თითქოს ჩარჩა მე-18 საუკუნეში, სიენა თავისი განთქმული პიაცა დელ კამპოს მოედნით, ველები, პიზა და მისი განთქმული კოშკი, ულამაზესი პეიზაჟები და მხატვრული პატარა სოფლები.

 

5. მცხუნვა საბერძნეთი

 

 

ვინ ყოფილა საბერძნეთში? - ეს მიმართულება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია დღესდღეობით. აქ ჩამოდიან იმისთვის, რომ ისიამოვნონ მზით,ზღვითა და მშვენიერი ბუნებით. მაგრამ მარტო გარუჯვითა და მზეზე ნებივრობით არ შემოიფარგლება საბერძნეთი.

საბერძნეთის ულამაზესი ადგილები შეგიძლიათ იხილოთ იახტიდან. იახტით გასეირნება იდეალურია საოჯახო დასვენებისთვის, ასეთ მოგზაურობაში ბავშვებიც და მშობლებიც კმაყოფილები დარჩებიან. რითი არის ასეთი მოგზაურობა კარგი? თუნდაც იმითი რომ თქვენ არ იქნებით მიბმული ერთ ადგილზე და მოინახულებთ ერთდროულად ბევრ ქალაქს.

 

 

6. ჩეხეთი და მისი სამოთხე

 

 

უმრავლესობა ვინც მოგზაურობს ევროპაში, უეჭველად ყოფილა ჩეხეთში. პრაღა, კარლოვი-ვარი,ბრნო - ქალაქები რომლებმაც გააოცა ტურისტები.

ახლა წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუ იმოგზაურებთ არა პოპულარულ ადგილებში, არამედ იქ, სადაც ტურისტები არ არიან?! მაგალითად თუ ეწვევით ჩეხეთის შვეიცარიას ან ჩეხურ სამოთხეს. ჩეხური შვეიცარია - მოფენილია პატარა სოფლებით, რომლებსაც აქვთ საოცარი ისტორია. ჩეხური სამოთხე კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება. აქ თქვენ ნახავთ უძველეს სასახლეებს, კლდეები, რომლებიც ბუნებამ მოაჩუქურთმა ისე ვერ დაიჯერებთ რომ ადამიანის ხელი არ ურევია. იქ მოხვედრისას ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს შუასაუკუნეებში მოხვდით, და თუ კიდევ მივამატებთ ულამაზეს ბუნებას, თქვენ მიხვდებით, რომ ჩეხეთის დედაქალაქის ნახვით არ უნდა შემოიფარგლოს თქვენი მოგზაურობა.

 

7. აქტიური ვიეტნამი

 

ვიეტნამი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. საზღვაო კურორტი აქ გადასარევია, ზუსტად აქ უყვართ ახალგაზრდებს ჩამოსვლა - აქ მხიარულობაა და არც ისე სიძვირეა.

ვიეტნამში შეგიძლიათ დაკავდეთ კაიტინფით,სერფინგით, ვინდსერფინგით, დაისვენოთ და მიირთვათ უგემრიელესი კერძები.