5 ყველაზე უჩვეულო ადგილი დედამიწაზე

პამუკალე, თურქეთი

 

პამუკალე - სტაბილურად არის დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილების რეიტინგში. ეს არის თერმული წყლები, რომლებიც უცნაურად გამოედინება ქათქათა თეთრი კირქვის ფერდობზე. დღეს აქ ჩემოდიან არა მარტო მოგზაურები, არამედ ისინი ვისაც სჭირდება მკურნალობა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბანაო აუზია „კლეოპატრას აუზი“.

 

ვაიტომოს გამოქვაბული, ახალი ზელანდია

 

 

ვაიტომოს გამოქვაბული არის ახალი ზელანდიის უაიკატოს რეგიონში.  გამოქვაბული ძალზედ საინტერესო და უჩვეულოა, მაგრამ მას უნიკალურს ხდის - „გამოქვაბულის ციცინათელები“. ეს არის ათასობით პატარა სოკოს კოღოები, რომლებიც გროვდება გამოქვაბულში და „ვარსკვლავური ცის" ეფექტს ქმნის.

 

რეტბა ან ვარდისფერი ტბა, სენეგალი

 

 

სენეგალში გამგზავრებისას უნდა გახსოვდეთ, რომ იქ  უამრავი სანახაობაა და მათი ნახვა ერთდროულად უბრალოდ შეუძლებელია. მაგრამ რაც ნამდვილად უნდა ნახოთ ეს არის „ვარდისფერი ტბა“ - რეტბა - ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი დედამიწაზე. თეთრი ნაპირი და ვარდისფერი წყალი - გეგონებათ ზღაპარში მოხვდით.  ასეთი უჩვეულო ფერისთვის, პასუხისმგებელია მარილის ტბაში მცხოვრები უძველესი ციანობაქტერიები.

 

დრაკონის ხეები სოკოტრას კუნძულზე, იემენი

 

თუ სულით თქვენ ინდიანა ჯონსი ხართ,რომელსაც მოსწონს ამოუცნობი მიწები, თქვენ აუცილებლად უნდა მოინახულოთ იემენის კუნძული სოკოტრა. აქაური ფანტასტიკური ხეები გამოყოფენ ღაჟღაჟა წითელი ფერის წვენს. ხის ქერქის დაზიანებისას თქვენ ნახავთ წარმოუდგენელ სანახაობას, თუ როგორ წამოუვა დრაკონის ხეს „სისხლი“.

ადრე  კანარის კუნძულებზე საკმაოდ ბევრი იყო ასეთი ხე, მაგრამ ძვირფასი წითელი ფისის აქტიური დაგროვების გამო, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

სალარ-დე-უიუნი, ბოლივია

 

მსოფლიოში ყველაზე უჩვეულო ადგილების ჩამოთვლისას, არ შეიძლება რომ არ ახსენო სალარ-დე-უიუნი. ბუნების მარგალიტი ბოლივიაში, მსოფლიოს ყველაზე დიდი დამშრალი მარილიანი ტბა.  ბუნების ნამდვილ საოცრებად, იგი ხდება წვიმების სეზონზე, წყლის თხელი ფენით დაფარული, მარილიანი ზედაპირი იქცევა მსოფლიოში ყველაზე დიდ ბუნებრივ სარკედ.