10 ადგილი რომელიც უნდა ნახო ლონდონში მოგზაურობისას

“london is the capital of Great Britain” - რამდენჯერ ვთქვით ეს ფრაზა და წარმოვიდგინეთ თავი ამ ქალაქში? ალბათ ბიგ-ბენი და ბუკინგემის სასახლე ჩვენს ფანტაზიაში ხშირად ტივტივდებოდა. მაგრამ რომ მოხვდეთ ლონდონში რას ნახავდით ამ ორი ღირშესანიშნაობის გარდა? #lovetravel - ი დღეს მოგიყვებათ 10 ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობებზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლონდონში მოგზაურობისას.

1. ბიგ - ბენი

 

ყველაზე საინტერესო ადგილების გაცნობა ალბათ ჯობია კლასიკიდან დავიწყოთ - ლონდონის სიმბოლო, რომელსაც ხშირად იქაური მაცხოვრებლები ხუმრობით უწოდებენ „დიდი სამრეკლო“, ოფიციალური სახელწოდეაბა „ელიზაბეტის კოშკი“. ლონდონის ამ ღირშესანიშნაობის გამოტოვებას თქვენ ნამდვილად ვერ შეძლებთ - ბიგ-ბენი არის ქალაქის მთავარი ღირშესანიშნაობა.

 

2. პარლამენტი

 

ლონდონელები ტემზის ნაპირზე პომპეზურ სტრუქტურას უბრალოდ უწოდებენ პარლამენტის შენობას.თუ თქვენ გინდათ გაიგოთ მეტი დიდი ბრიტანეთის პოლიტიკაზე,შეგიძლიათ შეუკვეთოთ ექსკურსია,მაგრამ უმეტესობა თვლის რომ ეს ზედმეტია და ამიტომ ხშირად გარე ფასადის მონახულებით შემოიფარგლებიან.

3. სათვალთვალო ბორბალი

 

 

აი რაც ნამდვილად არის სანახავი ეს არის სათვალთვალო ბორბალი (London Eye - ლონდონის თვალი). იგი იყო აშენებული 2000 წელს და ითვლება ყველაზე დიდ სათვალთვალო ბორბლად მსოფლიოში.

4. ტრაფალგარის მოედანი

 

ტრაფალგარის მოედანი ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანია, რომლის ცენტრში დგას განთქმული ჰარაციო ნელსონის სვეტი. ახლა იგი საზოგადოებრივ ზონად არის ქცეული, სადაც ხალხი დასასვენებლად  და შადრევნების საყურებლად მიდის.საახალწლო დღესასწაულებების პერიოდში ზუსტად აქ დგავენ უზარმაზარ ნაძვისხეს და ტრაფალგარის მოედანი გარდაიქმნება საახალწლო ბაზრობად.

 

5. ბუნებრივი ისტორიის მუზეუმი, სამხრეთ კენსინგტონი (Natural History Museum)

 

თუ თქვენ არასოდეს დაინტერესებულხართ ბუნებრივი ისტორიით, სამხრეთ კენსინგტონის შენობის გარედან ნახვა ნამდვილად ღირს და თუ თქვენ მაინც გაბედავთ და შეხვალთ შიგნით,გაკვირვებული დარჩებით დიდი ექსპოზიციისა და გამოფენების რაოდენობით.

თუ აპირებთ მოგზაურობას ბავშვებთან ერთად,მაშინ აუცილებლად ეწვიეთ მუზეუმს, რადგან სწორედ აქ არის დინოზავრების გამოფენა და ეს იქნება თქვენი შვილებისთვის ძალიან დიდი აღმოჩენა და რაღათქმა უნდა სიხარული.

თუ თქვენ გიყვართ თავგადასავლები მაშინ ეს იდეალური ადგილია, რომელსაც უნდა ესტუმროთ, რადგან აქ იწყება „ღამის საფარი“ მზის ჩასვლის შემდეგ.

 

6. წმინდა პავლეს ტაძარი

 

ეს ტაძარი ლონდონის ღირსშესანიშნაობაა და ასევე ითვლება ქალაქის ერთ – ერთ სავიზიტო ბარათად. მისი მშენებლობა დაიწყო ჯერ კიდე XVII დასაწყისში, მაგრამ ლონდონის დიდი ხანძრის შემდეგ 1666 წალს, ტაძარი აშენდა თავიდან. მშვენიერი ტაძრის ხედი იშლება მილენიუმის ხიდიდან.

 

7. “Tate Modern” გალერეა

 

გალერეის შენობა მდებარეობს ტემზის ნაპირზე, უნიკალური და წარმოუდგენელი.

აქ შეგიძლიათ მოინახულოთ ბრიტანელი და უცხოელი მხატვრების შედევრები.

 

8. გლობუსი

“Tate Modern” - ის მახლობლად არის „გლობუსი“ - თეატრი, რომელშიც მოღვაწეობდა თვით უილიამ შექსპირი. რა თქმა უნდა დღეისათვის შესაძლებელია იხილოთ მხოლოდ და მხოლოდ ძველი თეატრის რეკონსტრუქცია, თუმცა მისი თანამედროვე იერი - გახსნილი თივის სახურავი და ხის სცენა - გვამოგზაურებს XVII საუკუნეში.

 

9. თაუერის ხიდი

 

ლონდონის ერთ-ერთი გამორჩეული ღირშესანიშნაობა და ყველაზე განთქმული ხიდი მსოფლიოში. უახლოესი მეტროს გაჩერება - Tower Hill. არ დაიზაროთ და მოინახულეთ ქალაქის ეს სიმბოლო ტემზის სანაპიროდან.

 

10. ტაუერის კოშკი

 

ერთ-ერთი უძველესი ლონდონის ძეგლი. კოშკი აშენდა 1066წელს და 1100-დან 1952-მდე აქ იყო ციხე. ახლა კი აქ გახლავთ მუზეუმი, რომელიც ეძღვნება ქალაქის ისტორიას და მთავარი ექსპონატი დედოფლის გვირგვინია.