ყველაფერი ჩინეთის შესახებ

უნიკალური, შემეცნებითი ფაქტები ქვეყანაზე, სადაც ეკონომიკა ვითარდება არა ყოველდღიურად არამედ საათობრივად, რომლის სახელწოდებაც წარწერით „ დამზადებულია ჩინეთში“ ნახავთ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

1. ჩინეთი არის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და რიგით მეორე ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში.  9 597 000 კმ2 - ის ტერიტორიაზე დასახლებულია 1,38 მილიარდზე მეტი ადამიანი.

2. ყოველწლიურად ჩინეთში იყენებენ 45 მილიარდ საჭმლის ჩხირებს. რომელსაც ამზადებენ ხისგან, მეტალისგან, სპილოს ძვლისგან და პლასტიკისგან. ამ ტრადიციულ „დანაჩანგალს“ ჩინეთში ეძახიან „კუაიცზი“-ს.

3. ჩინეთი არის ყველაზე მსხვილი საქონლის ექსპორტში და რიგით მეორე ადგილზე

4. თითქმის ყოველი მეოთხე ნივთი დამზადებულია ჩინეთის მიერ.

5. 35 მილიონზე მეტი ადამიანი ვინც სასოფლო-სამეურნეო საქმით არის დაკავებული ცხოვრობს გამოქვაბულში. ბევრი ასეთი სახლი გადაეცემა მემკვიდრეობით, ხოლო მათ ფასს შეუძლია მიაღწიოს 45 000 დოლარს.

6. ჩინეთის ზოგიერთ რეგიონში მზე ამოდის მხოლოდ დილის 10 საათზე. ასეთი გვიანი განთიადის მიზეზია ის, რომ ყველა ცხოვრობს პეკინის დროით, როდესაც ქვეყანაში ხუთი დროის ზონა მდებარეობს.

7. ნაციონალური სპორტის სახეობა ჩინეთში არის მაგიდის ტენისი. ტენისს თამაშობენ ყველგან: სკოლებში, ქარხნებში, სტრიპტიზ კლუბებში და ვაგზალზეც კი. ასეთი პოპულარობის მიზეზი კი ხელმისაწვდომობაა: გჭირდება მხოლოდ მაგიდა, ორი ჩოგანი და ცოტა ადგილი.

8. უბრალო ფანქრები ჩინეთის დამსახურებითაა ყვითელი ფერის. მე-19 საუკუნის დასასრულს ჩინეთში მზადდებოდა საუკეთესო გრაფიტი მსოფლიოში, იმისათვის რომ ხაზი გაესვათ პროდუქციის მაღალი ხარისხისათვის, ამერიკელი მწარმოებლები ღებავდნენ ფანქრებს ყვითელ ფერში - ეს ფერი სამეფო სიძლიერის და ძალის სიმბოლოა.

9. ძველ ჩინეთში არისტოკრატების (თავადების?) წამების მეთოდად იყენებდნენ ღუტუნს. ეს ხერხი ზედმეტად გავრცელებული იყო რადგან ეს მეთოდი არ ტოვებდა კვალს და დასჯილებიც მალე მოდიოდნენ გონს.

10. პროგნოზით, უკვე 2020 წელს ჩინეთში იქნება 30-40 მილიონი კაცი, რომლებიც ვერ შეძლებენ ცოლის პოვნას. დღეს დღეობით ყოველ 100 ქალზე მოდის 106,28 კაცი.

11. ყოველ ხუთ წელიწადში ჩინეთში შენდება ახალი ცათამბრჯენი. ამჟამად ყველაზე მაღალი შენობა ქვეყანაში არის შანხაის კოშკი. მისი სიმაღლე - 632 მეტრია. მაგრამ უკვე 2019 წელს ქალაქ ჩანშაში იგეგმება 838 მეტრიანი ნაგებობის დასრულება - Sky City.

12. ჩინეთში არის რამოდენიმე ათასი ბანაკი ინტერნეტ დამოკიდებული მოზარდებისათვის. ეს სამთავრობო პროგრამის ნაწილია: 2008 წელს ჩინეთმა პირველმა აღიარა დამოკიდებულების მსგავსი ფორმა ავადმყოფობად.

13. 2010 წელს ჩინეთში შეიქმნა საგზაო საცობი, რომელიც გრძელდებოდა 12 დღე და თითქმის 100 კილომეტრს მიაღწია. ეს მოხდა პეკინში შესვლისას: მილიონობით ჩინელი ბრუნდებოდა სახლში ნათესავების მონახულების შემდეგ სადაც აღნიშნავდნენ განათლების დღეს.

14. ჩინეთი - ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში სადაც მდებარეობს ოთხი მეგაპოლისი 10 მილიონზე მეტი მოსახლეობით. ესენია: შანხაი (24,15 მილიონი), პეკინი (21,516 მილიონი), გუანჯოუ (13,08 მილიონი) და შენჯენი (10,467 მილიონი).

15. ჩინეთის მაცხოვრებლების მხოლოდ 7%-ია მორწმუნე, რაც ხდის ქვეყანას ყველაზე ნაკლებ რელიგიურად მსოფლიოში. საინტერესოა რომ ტაილანდში ეს მაჩვენებელი 94%-ია.

16. 2011-დან 2013 წლამდე პერიოდში ჩინეთმა გამოიყენა მეტი ცემენტი ვიდრე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მთელი  XX საუკუნის მანძილზე.