7 გასაოცარი ფაქტი ვენეციის კარნავალის შესახებ

ვენეციური კარნავალი ყველაზე დაუვიწყარი და საიდუმლოებებით მოცული შოუა პლანეტაზე.ვენეციის კარნავალი იწყება შუა ზამთარში თუმცა თარიღი მოძრავია. წელიწადის ამ დროს უამრავი ადამიანი დედამიწის ყველა კუთხიდან მიისწრაფვის ვენეციისკენ, რომ თავად გახდნენ ამ დაუვიწყარი შოუს მონაწილენი, გაისეირნონ ქუჩებში ნაირგვარი კოსტიუმებით და ნიღბებით. 

1. ნაპოლეონ ბონაპარტმა აკრძალა ვენეციის კარნავალი

მე-18 საუკუნის დასასრულს მან დაიპყრო ვენეციის რესპუბლიკა და გააუქმა ეს უნიკალური შუა საუკუნეების ტრადიცია. როგორც ჩანს იმპერატორს ჰქონდა შიში, მკვლელობის მცდელობების და შეთქმულებების რომელთა მარტივად დამალვაც მოხერხდებოდა ნიღბის ქვეშ. 

სამწუხაროდ იმპერატორის ფობიის გამო კაცობრიობა ორი საუკუნით დარჩა მსოფლიოში ერთ-ერთი გრანდიოზული დღესასწაულის გარეშე. დღეს დღეობით რთულია ამ ყველაფრის დაჯერება მაგრამ, ეს ტრადიცია აღადგინეს მხოლოდ რამოდენიმე ათწლეულის წინ, 1979 წელს, რაშიც დიდი როლი ითამაშა ფრედერიკო ფელინმა, ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა.

2. ვენეციური ნიღაბი ქურდებისა და თაღლითების შენიღბვის მასალა იყო

მოქალაქეებს ჰქონდათ უფლება ეტარებინათ ნიღბები არა მხოლოდ კარნავალის დღეებში, არამედ ჩვეულებრივ დღეებშიც. ამ წესს დღითი-დღე უფრო მეტი მაცხოვრებელი იყენებდა არაკეთილსინდისიერად. ანონიმურად ხდებოდა ქურდობები, პოლიტიკური შეთქმულებები და ამ ყველაფერმა გამოიწვია ნიღბების ტარების მკაცრი აკრძალვა. მოსახლეობას უფლება მიეცა მხოლოდ კარნავალის კვირებში გამოეყენებინა ნიღაბი.

3. სიტყვა „კარნავალი“

ვენეციური კარნავალი როგორც შობა, შუა საუკუნეებში შემოიღო ეკლესიამ, ეს ხდება დიდი მარხვის წინ. ამიტომაც ფრაზა „carne, vale!” – ითარგმნება როგორც „ხორცო, ნახვამდის!“ - ტრანსფორმაციის შედეგად ყველა დღესასწაულ-მასკარადებს დაერქვა მასკარადი. ხოლო სახეების შენიღბვის წესი აღებულია ძველი რომის კულტურიდან რომლის მიზანიცაა დროებით გააერთიანოს ყველა ფენის ხალხი რათა მატერიალურმა თუ წარმოშობითმა განსხვავებამ ხელი არ შეუშალოს დღესასწაულის მხიარულებას.

4. „ექიმი შავი ჭირი“ მართლა არსებობდა

ჩვეულებრივი ნიღბების გარდა რომლებიც იმეორებენ ადამიანის სახის ფორმას ასევე არსებობს ნიღბები საკმაოდ გრძელი ცხვირით, ისინი ყველაზე საშიშად გამოიყურებიან - ექიმი შავი ჭირი. ეს ექიმები მართლა არსებობდნენ. ისინი ატარებდნენ ამ ნიღბებს იმის იმედით რომ არომატული ნივთიერებები რაც ჩადებული იყო გრძელ ცხვირში დაეხმარებოდა საშინელი ავადმყოფობის აცილებაში. ტანსაცმელს ზემოდან იცმევდნენ ცვილის ქსოვილისგან  დამზადებულ შავ, გრძელ მანტიებს და ხელში ეჭირათ ჯოხები რათა ავადმყოფებს ხელით არ შეხებოდნენ.

5. კარნავალზე არ არის აუცილებელი გამოეწყო შუა საუკუნეების ტანსაცმელში ან რენესანსის ეპოქის კაბაში

დღესდღეობით კარნავალის საუკუნეობრივი ტრადიციები შეერწყა 21-ე საუკუნის ნორმებს. ასე რომ თუ სურვილი გაქვთ მონაწილეობა მიიღოთ კარნავალში, თავისუფლად შეგიძლიათ მოირგოთ თუნდაც ბეტმენის ფორმა. ნუ იფიქრებთ რომ კარნავალზე ნახავთ მხოლოდ ძველმოდურ სამოსს და ნიღბებს, აქ თავისუფლად შეგიძლიათ წააწყდეთ დრუიდებს, ჰარი პოტერს ან თუნდაც ადამიან ობობას.

6. ფასი იმაზე ნაკლებია ვიდრე თქვენ ფიქრობთ თუ კი ნამყოფი ხართ ვენეციაში წელიწადის სხვა დროს

კიდევ ერთი ფაქტი იმაზე რომ კარნავალის დღეები ვენეციაში არ მიეკუთვნება სეზონის პიკს. ნაწილობრივად ეს დამოკიდებულია იმაზე, რომ მასიურად ტურისტები ძირითადად ჩადიან იტალიაში თბილ სეზონზე, ნაწილობრივად კი იმაზე, რომ ფესტივალის სცენარი თითქმის არ იცვლება. ამიტომაც ფესტივალი ძირითადად იზიდავს ნამდვილ მოყვარულებს.

ამ მიზეზების გამო მგზავრობის და საცხოვრებლის ფასი ვენეციაში, ზამთრის პერიოდში უფრო მისაღებია ვიდრე ივლისი-აგვისტოს პერიოდში.

7. საკმაოდ მარტივია კოსტიუმში გამოწყობა ადგილზე

იმათთვის ვინც არ აპირებს საუკეთესო კოსტიუმის კონკურსის მოგებას, მათთვის მარტივია კოსტიუმის პოვნა ადგილზე.  ნიღბების და მანტიების ფასები დაახლოებით 5-10 დოლარიდან იწყება. მათი ფასები კი ყველგან ერთნაირია გარეუბნებშიც და ქალაქის შუაგულშიც.

მასკარადის პერიოდი დაკავშირებულია აღდგომის დღესასწაულთან. მაგრამ ვენეციური კარნავალი გრძელდება ორ კვირაზე დიდხანს, კულმინაციური დღეებია როდესაც წარმოდგენილია 6 მხიარული შოუ. გარდა გახსნის და დახურვის ცერემონიისა არის ასევე უფრო მხიარული შოუებიც. პროგრამაში შედის - ვენეციელი ქალების გადარჩენა მეკობრეებისგან, ანგელოზის გაფრენა სან-მარკოს მოედანზე, პაროდიული ვირის გაფრენა და რათქმაუნდა ფინალური კონკურსი ფესტივალის საუკეთესო ნიღაბზე და კოსტიუმზე.