დუბაის ყველაზე საინტერესო ღირშესანიშნაობები

როგორც იცით, დუბაი არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდესი ქალაქი და დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრია, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ - თანამედროვე მერვე საოცრება

თუკი დუბაიში პირველად მიემგზავრებით, საჭიროა მაქსიმალურად ბევრი იცოდეთ მის შესახებ, რომ საუკეთესო შთაბეჭდილებით დაბრუნდეთ უკან.

დღეს წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო ადგილებს, რისი ნახვაც აუცილებელია დუბაიში სტუმრობისას

ბურჯ-ჰალიფას ცათამბჯენი

პიველ რიგში დუბაი ცნობილია თავისი უზარმაზარი თანამედროვე ცათამბჯენებით, რომელთა შორის პირველ ადგილასაა ბურჯ- ჰალიფას ცათამბჯენი, რომელიც  მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა (828 მეტრი). აქ იპოვით უამრავ რესტორნებსა და ბარებს, სპა სალონებსა და სპორტდარბაზებს, სასტუმროს, ოფისებს და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლობას.

ნაციონალური პარკი ალ ფაჰიდის ციხე-სიმაგრეში

გაგიკვირდებათ, დუბაი არამხოლოდ სუპერთანამედროვე სასტუმროების ადგილსამყოფელია,  არამედ ის ლამაზი და ძველი ისტორიის მატარებელიცაა. ამის დასტურია - დუბაის ნაციონალური მუზეუმი. თქვენ აღმოაჩენთ ემირატების სრულ ისტორიას უძველესი დღოიდან დღემდე. აქ ინახე საკოლექციო საიუველირო სამკაულები, ძვირადღირებული ქსოვილები და ჭურჭელი.

 შეიხ საიდის სახლ-მუზეუმი

თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურება ნამდვილი შეიხის სახლი, მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ  შეიხ საიდის სახლ-მუზეუმს. ის მდებარეობს შინდაგას ნახევარკუნძულზე. აქ გაიცნობთ შეიხის დინასტიის ისტორიას და დაათვალიერებთ მის სახლს შიგნიდან:  გაეცნობით ტრადიციულ არქიტექტურას და შენობის აივნებიდან დატკბებით ქალაქის უმშვენიერესი ხედით.

შეიხ მუჰამედის კულტურული ცენტრი და მეჩეთი

ეს  არის არაბული რელიგიური არქიტექტურის უმშვენიერესი მაგალითი და ქვეყნის ყველაზე დიდი მეჩეთი, რომელიც ღიაა არამუსლიმებისთვის. მეჩეთი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც აინტერესებს როგორია ნამდვილი ტრადიციული აღმოსავლული  მეჩეთი. აქვეა შეიხ მუჰამედის კულტურული ცენტრი, რომლის თანამშრომლებიც ექსკურსიებს ატარებენ მეჩეთში.

დუბაის ზოოპარკი

თუკი ვერ გადაგიწყვეტიათ რა მოინახულოთ დუბაიში ბავშვებთან ერთად - აუცილებლად მოინახულეთ ზოოპარკი. აქ ნახავთ:  მაიმუნებსა და ლომებს ასევე გაოცდებით უდაბნოს უჩვეულო ბინადრებით:  არაბული მგლები, ქვიშის მელიები და ყურებიანი სვავები. უზარმაზარ ზოოპარში ბევრი სასეირნო ბილიკი და მყუდრო კაფეებიცაა, ამიტომ აქ ნამდვილად არ მოიწყენთ.

დუბაი მოლის აკვაპარკი

ზოოპარკის მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ესტუმროთ აკვაპარკს. ის  გინესის რეკორდების წიგნში შემავალი, მსოფლიოს ყველაზე დიდი აკვაპარკია.

დუბაის მუსიკალური ფანტანი

მიუხედავად იმისა, რომ დუბაი ცნობილია თავისი სიძვირით. აქაც იპოვით ისეთ გასართობ ადგილებს, რომლის ნახვაშიც ფული არ დაგეხარჯებათ. ზუსტად ასეთია, დუბაის მუსიკალური, მოცეკვავე და მომღერალი ფანტანი, რომელიც ბურჯ-ჰალიფას ცათამბჯენის გვერდით მდებარეობს.

პეპლების ბაღი

მწვანე ორანჟერეაში, პალმებსა და ღაჟღაჟა ყვავილებს შორის უამრავი, სხვადასხვა ჯიშის და ფერის პეპლები დაფრინავენ - ასეთი სანახაობის გამოტოვება არ შეიძლება!  პეპლები, ალბათ მიჩვეულები არიან ტურისტების ნაკადს, ამიტომაც სასურველი კადრის და პეპლის დაფიქსირებას ფოტოაპარატში ადვილად შეძლებთ.

ყავის კაფე

არაბული კულტურა - არა მხოლოდ ლამაზი ცხენები და ოქროა, არამედ საუკეთესო ყავაცაა. დუბაიში სტუმრობისას აუცილებლად  უნდა დააგემვნოთ ნამდვილი, ტრადიციული ყავა, რომელიც ყავის მუზეუმში მზადდება