ყველაფერი საინტერესო შრი-ლანკას შესახებ

შრი-ლანკა ყველასათვის ცნობილი იყო როგორც ცეილონი, და ახლაც  ხშირად ასოცირდება საუკეთესო ჩაისთან.  ზურმუხტის ფერი პლანტაციებით იფარება კუნძული, თუმცა ეს არ არის ერთადერთი რამ, რის გამოც შეიძლება აქ ჩამოსვლა.

შრი-ლანკა იდეალური ადგილია საოჯახო დასვენებისათვის: რბილი კლიმატი, გრძელი ქვიშიანი სანაპიროები, სუფთა ზღვა. მთიან ნაწილში  ჩაის პლანტაციებია, სანაპიროზე რესტორნები ზღვის პროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანით.

შრი-ლანკა ცნობილია თავისი მრავალფეროვანი და ეგზოტიკური სამზარეულოთი. აქ საკმაოდ პოპულარულია ზღვის პროდუქტები, ბრინჯის, ბოსტნეულისა და ხილის სახეობების მრავალფეროვნება. რა თქმა უნდა, ტურისტების ზეგავლენით, აქაური რესტორნები და ბარები მსურველებს ტრადიციულ ევროპულ  კერძებსაც სთავაზობენ.

შრი-ლანკა კუნძულია, სადაც არავის არსად არ ეჩქარება,  სადაც ყველას ეყოფა ადგილი და დრო საუკეთესო დასვენების დასაგეგმად. ეს იდეალური ადგილია დაივინგისა და სერფინგის მოყვარულებისათვის საუეკთესო არჩევანია.

შრი-ლანკა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ველური ბუნების სანახავად. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოიწყოთ ჯიპ-ტური ნაციონალურ პარკში. აქაურობა  სპილოების, სხვადასხვა საინტერესო ფრინველებისა და ლეოპარდების დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

შრი-ლანკას ოქროსფერი პალმიანი პლიაჟები და გამჭვირვალე ზურმუხტისფერი ზღვა საუკეთესო განწყობას შეგიქმნით დასვენებისთვის.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შრი-ლანკა უფრო და უფრო პოპულარული ადგილი ხდება სერგფინგის მოყვარულებისთვის. სერფინგისთვის არუგამის ყურე საუკეთესო ადგილია.

შრი ლანკას წარმოუდგენელი კულტურის გასაცნობად აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქი კანდი. აქ ეწვევით   წმინდა ბუდისტურ ტაძარს და დაესწრებით ულამაზეს რელიგიურ ცერემონიებს.  ასევე შეგიძლიათ ახვიდეთ  წმინდა მთაზე  - „ადამის პიკი“, რომელსაც ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი სტუმრობს და მთის წვერზე ხვდება განთიადს.

შრი-ლანკას არქეოლოგიური ძეგლები და  კულტურის სიმდიდრე აღიარებულია იუნესკოს მიერ. ქვეყანა ულამაზესი სანაპიროების და ტაძრების გარდა ტურისტებს ისტროიულ ძეგლებსაც უზიარებს, რომელთა შორისაა წმინდა ქალაქი ანურადხაპურა და კანდი, ძველი ქალაქი პოლონარუვა, ოქროს  მღვიმოვანი ტაძარი და ლომის ციხე-სიმაგრე.