ეგვიპტის ღირშესანიშნაობები

ეგვიპტეში უმრავლესობა მიდის რუჯის მისაღებად და მშვიდად დასასვენებლად. თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ  ეგვიპტე  უდიდესი ისტორიის მატარებელია და აქ უამრავი ღირშესანიშნაობის ნახვაც არის შესაძლებელია.

შარმ ელ შეიხის ღირშესანიშანობები მდებარეობენ ქალაქის გარეთ, ვინაიდან თვითონ ქალაქი მხოლოდ სასტუმროებითა და სუვენირების მაღაზიებით არის სავსე. ამის მიუხედავად უამრავი ტურისტული სააგენტო შემოგთავაზებთ საკმაოდ საინტერესო და შთამბეჭდავ ექსკურსიებს.

ყველაზე პოპულარული ექსკურსია არის მოგზაურობა კაიროში და გიზის პირამიდების დათვალიერება. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ ასევე  ეგვიპტის ნაციონალური მუზეუმიც, სადაც აქამდე ინახება ფარაონ ტუტანხამუნის ნიღაბი.

შარლ ემ შეიხიდან შეგიძლიათ გაემგზავროთ ლუქსორში. აქ ქალაქის თითქმის ყველა სახლის ქვეშ  უძველესი ტაძრები და სასახლეებია, სფინქსის ვარსკვლავები და ქანდაკებების ფრაგმენტები. მკვდრების ქალაქი“ საოცარი და, ამავდროულად, შიშისმომგვრელი ადგილია, რომელიც ლუქსორში ნილოსის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს . წარმოიდგინეთ 2000 წლიანი სასაფლაო, სადაც სამეფო ოჯახის წევრები და უბრალო ხალხის სულები განისვენებენ.

შარმ ელ შეიხიდან შორს წასვლა თუ არ გსურთ, ქალაქთან ახლოს წმინდა ეკატერინეს მონასტრის დათვალიერა შეგიძლიათ. ის სინაის (სინის) ნახევარკუნძულზე, მთის ძირას ძნელადმისადგომ ხეობაში მდებარეობს. ღმერთი ზუსტად აქ, სინის მთაზე,  გამოეცხადა მოსეს და ათი მცნება გადასცა.

ეგვიპტეში შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ ულამაზესი  ფერადი კანიონები, რომელიც მდებარეობს ნუვეიბის მახლობლად. კანიონებს აქვს მრავალფეროვანი ფორმები და  ფერები, საიდანაც გამომდინარეობს მათი სახელწოდება.

ეგვიპტეში დაივინგი მთავარი გასართობია ტურისტებისთვის, წლიდან წლამდე მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ რომ დატკბნენ რიფებით, გამჭვირვალე წყლითა და წყლისქვეშა ლამაზი ფლორათი. აქ შეიძლება შეხვდეთ კუს, დელფინს  და ზვიგენსაც კი.

არ დაგავიწყდეთ უდაბნოში გასეირნება კვადროციკლებით. თქვენ აქ გელოდებათ არაჩვეული ლანდშაფთი . ექსკურსიის ფარგლებში თქვენ მოხვდებით ბედუინების სოფელში, სადაც გაეცნობით მათ ცხოვრებას. ამ დროს შესაძლებელია შეესწროთ ქალების მიერ პურის ცხობის მომენტს, ქვიშის ფიგურების გაკეთებას და გაეცნოთ ბედუინების სამკურნალო ბალახებს.