ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე სანახავი ადგილები

ჰალკიდიკის ნახევარკუნძული  ერთ – ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა კურორტია ევროპაში. ფიჭვებით დაფარული ფერდობები, კეთილმოწყობილი სანაპიროები - ნამდვილი სამოთხეა.

 ნახევარკუნძული სამ ნაწილად არის დაყოფილი და სამკბილასავით გადაჭიმულია ეგეოსის ზღვაში, თითოეულ მხარეს საკუთარი კულტურა, ხასიათი და ღირსშესანიშნაობები აქვს.

კასანდრა

კასანდრა ნახევარკუნძულის ყველაზე პოპულარული ნაწილია  - აქ ხომ უამრავი კომფორტული სასტუმროა,   შესანიშნავი სანაპიროები და  განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. ეს მხარე ტურისტებს იზიდავს  მყუდრო ზღვისპირა  ქალაქებით, თავისი ვიწრო ქუჩებითა და ლამაზი ღირსესანიშნაობებით.

აფიტოსი

 ტრადიციული ბერძნული დასახლებაა, რომელიც აქამდე ინახავს თავის ისტორიას. დასახლების ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს წმინდა დემეტრეს ეკლესია (1858 წ. ), ხოლო მის გვერდით, უძველეს შენობაში, მოინახულებთ ადგილობრივ  ეთნოგრაფიულ მუზეუმს.

პატარა ქალაქი კალიფეა ცნობილია აქტიური ღამის ცხოვრებით. აქ ხომ უამრავი ღამის კლუბი, ტავერნა, ბარი და სხვა უამრავი გასართობი ადგილია. შოპინგის მოყვარულებსაც დააინტერესებს ეს ადგილი,  კალიფეას ვიწრო ქუჩები სავსეა სხვადასხვა ბუტიკითა და მაღაზიით.

სიტონია

 

მშვიდი დასვენების მოყვარულები კარგად დააფასებენ ნახევარკუნძულის ამ მხარეს. ეს ის იშვიათი ადგილია, სადაც შეგიძლია მოდუნდე და ისიამოვნო სიწყნარით. სიტონიაზე ძირითადად ოჯახები ისვენებენ. აქ 100-მდე პლიაჟია კრისტალურად სუფთა წყლითა და თეთრი ქვიშით,

აქაური ძველი ქალაქის ტორონის ნაგებობები მიუთითებენ იმაზე, რომ ხალხი ნეოლითის ხანაშიც ცხოვრობდა. ამჟამად ქალაქში შეგიძლიათ მოინახულოთ ორი აკროპოლისის ნანგრევები, ანტიკური პორტი და წმინდა ათანასეს ეკლესია, რომელიც ადრეული ქრისტიანობის პერიოდს მიეკუთვნება.

ზღვის ექსკურსიები ყველაზე პოპულარული გასართობია ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე. თუმცა ყველაზე ეგზოტიკურ მოგზაურობად ითვლება „კუს კუნძულის“ მონახულება.   ლეგენდების თანახმად, აქ მოღალატე ცოლებს ასახლებდნენ.

ათონი

ათონი ჰალკიდიკის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ეს მხარე მათთვისაა, ვინც ეძებს სულიერ სიმშვიდეს და სურს მოინახულოს ბერძნული სალოცავები.  სწორედ აქ მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი მართლმადიდებლური სალოცავი - ათონი, რომლის ტერიტორიაზეც სხვადასხვა ქრისტიანული კულტურის 20-ზე მეტი სასულიერო ცენტრია.