საინტერესო ფაქტები კრეტაზე

დავიწყებთ ზოგადი ფაქტებით

კრეტაზე ცხოვრობს 600 000 ადაიანი, თუმცა ამასთანავე, ყოველწლიურად კუნძულს 2.5 მილიონი ტურისტი სტუმრობსაქ  ყველაზე დიდი ქალაქია ჰერაკლიონი, რომლის სიახლოვეს მდებარეობს კნოსოსის არქეოლოგიური ძეგლი.

კრეტას ოფიციალური ენა ბერძნულია, ხოლო ოფიციალური ვალუტა -  ევრო.

მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია და მიეკუთვნება ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

ისტორიული ფაქტები

ძველბერძნული მითოლოგიის თანახმად, კუნძული კრეტა ბერძნული პანთეონის მთავარი ღმერთის, ზევსის სამშობლოა.

ლეგენდის თანახმად, ზუსტად აქ მდებაორებს მსოფლიოში ცნობილი მინოტავრის ლაბირინთი.

კრეტას მთავარი ისტორიული ძეგლებია : 

 კნოსოსი

 ფესტუსი

ვაფიპეტრო

 გორთინა

სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში კუნძულს მართავდნენ ბერძნები, რომაელები, არაბები, ვენეციელები და თურქები. 1898 წლიდან 1913 წლამდე არსებობდა ავტონომია, რომელსაც კრეტელთა სახელმწიფო ერქვა. ხოლო 1913 წელს კრეტა საბერძნეთს შეუერთდა.

 გეოგრაფიული ფაქტები კრეტაზე

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კრეტა ყველაზე დიდი ბერძნული კუნძულია. ის მე –5 ადგილს იკავებს ხმელთაშუა ზღვის უდიდესი კუნძულების სიაში, სიცილიის, სარდინიის, კვიპროსისა და კორსიკის შემდეგ.

 სამარიის ხეობა ყველაზე დიდია ევროპაში. მისი სიგრძე 16 კილომეტრია, სიგანე კი 3,5-დან 300 მ-მდე მერყეობს.

კრეტა ერთდროულად ორ ხმელთაშუა და ჩრდილოეთ აფრიკის კლიმატურ ზონაში  მდებარეობს.

აქ ვერ ნახავთ დიდ მდინარეეებს, მაგრამ არის ორი დიდი მტკნარი ტბა.

კრეტას მთავარი ავტომაგისტრალი არის ახალი ეროვნული გზა. ის გადის ჩრდილოეთ სანაპიროზე და ყველა დიდ ქალაქს აკავშირებს ერთმანეთთან.

კუნძულზე  სამი მოქმედი აეროპორტია: 2 საერთაშორისო  და 1 ადგილობრივი. მთავარი აეროპორტი ზაფხულის პერიოდში დღეში 130-მდე ფრენას ახორციელებს .

ღირსშესანიშნაობებიდან ყველაზე ცნობილია ჰერაკლიონის არქეოლოგიური მუზეუმი, რომელიც  გვთავაზობს 3.400 წლის წინანდელ ხელოვნებისა და კულტურის საგანძურს.

 ტრადიციული კერძებიდან საკმაოდ პოპულარულია  ლოკოკინის მოთუშული ხორცი (Stifado Salingariko),