ყველაფერი რაც ჯერ კიდევ არ იცოდით კვიპროსის შესახებ

კვიპროსზე უამრავი ისტორიული ღირშესანიშნაობა და ულამაზესი ბუნებაა. აქ ხომ  ოქროს სანაპიროები, სუფთა სანაპირო ზოლები, თბილი ზღვა, ტყიანი მთები და  ლამაზი პატარა სახლებია. სტატისტიკურად წელიწადში კვიპროსზე დაახლოებით 300 მზიანი და სულ რაღაც 40 წვიმიანი დღეა . ასეთი კლიმატის მქონე კუნძულის მონახულება თითქმის ნებისმიერი მოგზაურის ოცნებაა.

დღეს გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კვიპროსის შესახებ.

კვიპროსი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც ქვეყნის რუკა დროშაზე განათავსა. ეს სიდიდით მესამე კუნძულია ხმელთაშუაზღვისპირეთში.

საკურორტო ქალაქის, აია-ნაპას სახელწოდება გამომდინარეობს ვენეციური მონასტრისაგან, რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტრში და სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „წმინდა ტყე“.

ქალაქი პაფოსი მთლიანად  შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. ეს არის თანამედროვე ტურისტული ცენტრი და  ყველას იზიდავს არაჩვეულებრივი ლანდშაფტით, ისტორიული ადგილებითა და ულამაზესი ხედებით.

 

კვიპროსის ღვინო Commandaria, რომელიც თითქმის 5000 წლისაა, თავისი უნიკალური არომატის და გემოს წყალობით აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ღვინო მსოფლიოში. ლეგენდის თანახმად თვით მეფე რიჩარდი (ლომგული) სვავდა ამ ღვინოს თავის ქორწილში და უწოდა მას „მეფეების ღვინო და ღვინოების მეფე“

კვიპროსის სიმბოლო - კვიპროსული მუფლონიაა (გარეული ცხვრის ნაირსახეობა), თუმცა კუნძულზე, ხანგრძლივი დასვენების შემთხვევაშიც კი, თქვენ შეიძლება ვერც ნახოთ ეს ცხოველი. საქმე იმაშია, რომ უკვე 1930-იანებში კვირპოსზე მხოლო 15 მუფლონი იყო დარჩენილი. დღესდღეობით ეს ცხოველები სპეციალურ დაცულ ადგილებშია გადაყვანილი და რაოდენობამ უკვე რამდენიმე ათასს გადააჭარბა.

კვიპროსზე არსებობს ხე, რომელიც სურვილებს ასრულებს. ის მდებარეობს პაფოსში ქრისტიანული კატაკომბების შესასვლელთან. ხე, რათქმაუნდა, გაფორმებულია ლენტებითა და ცხვირსახოცებით. იძახიან, რომ ის უშვილო ქალბატონებს  დაორსულებაში  და ოჯახებსა და შეყვარებულებს ურთიერთობების გაუმჯობესებაში ეხმარება.

კვიპროსზე   შინაური კატის ნაშთები აღმოაჩინეს, არქეოლოგების თქმით, ისინი 9500 წლისაა.

კვიპროსს აქვს ორი ოფიციალური ენა, ბერძნული და თურქული. თუმცა სალაპარაკოდ ინგლისური ფართოდ გამოიყენება გზების აღნიშვნებსა და რეკლამებში.

კვიპროსელების თქმით, ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ამაზე  ერთადერთი ციხეც მეტყველებს, რომელშიც სასჯელს ძირითადად ვადაგასული პასპორტების მქონე ტურისტები იხდიან.

აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ კვიპროსს  10 000-მდე ვარდისფერი ფლამინგო სტუმრობს.  სამხრეთით მიგრაციის დროს ისინი ჩერდებიან კვიპროსის მარილიან ტბებზე.