მალტა - ევროპის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა

მალტა ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარე ყველასათვის ცნობილი პატარა სახელმწიფოა , მაგრამ რა იცით მის შესახებ? ჩვენ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო ფაქტებს ამ პატარა ქვეყანაზე.

მალტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა . ქვეყანას  პირველი ადგილი უჭირავს  ერთ კვადრატულ კილომეტრზე ისტორიული ძეგლების რაოდენობაში. თანამედროვე მალტა წარმოადგენს ნამდვილ მუზეუმს ღია ცის ქვეშ. აქაური ტაძრები ეგვიპტის ცნობილ პირამიდებზე 1000 წლით ადრე აიგო .

ლეგენდის თანახმად, მალტის არქიპელაგის კუნძულები ატლანტიდის გადმონაშთია. კუნძული მალტა, რომლის სახელიც დაერქვა მთლიანად სახელმწიფოს, წარმოადგენს 6 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგის ყველაზე დიდ კუნძულს. მალტა ფინიკიელების ენაზე ნიშნავს ”თავშესაფარს”.

აქაური ენა სრულიად განსხვავდება ნებისმიერი სხვა ევროპული ენისგან, ის მიეკუთვნება სემიტური ენების ჯგუფს, რომელიც პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ აფრიკაში. ქვეყნის მეორე ოფიციალური ენა ინგლისურია, თუმცა მოსახლეობის უმრავლესობა თავისუფლად ფლობს იტალიურ ენასაც.

მალტის შენობების უმეტესობა აგებულია ქვიშაქვისგან (ე.წ. ყვითელი ქვა) , რის გამოც ისინი გამოირჩევნიან დამახასიათებელი ყვითელი ფერით. მალტაზე დაუჯერებელი სილამაზეა; რიფები, კუნძულები და ფირუზისფერი წყალი

მალტაში პროდუქტების უმრავლესობა საზღვარგარეთიდან შემოდის, ამიტომაც აქ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალი ფასებია ბოსტნეულსა და ხორცზე. თუმცა საკმაოდ დაბალი ფასებია ყველსა და ღვინოზე.

საინტერსოა რომ მალტაზე მდებარეობს ორი საერთაშორისო ბრენდის Hugo Boss и Cerruti ფაბრიკები, ამიტომაც მათი პროდუქცია აქ იაფი ღირს.

კუნძულებზე გოძოსა და კომინოზე - სულ სხვანაირი სამყარო დაგხვდებათ, მშვიდი და აუღელვებელი.  მალტას ამ კუნძულებმა  სანაპიროს ხარისხის ოქროს ჯილდო მოიპოვეს და ევროპის საუკეთესო სანაპიროების რეიტინგში მესამე ადგილი უკავია.

მალტაზე სტუმრობისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ დედაქალაქი ვალეტა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო საგანძურის სიაშია შესული და ქ. მდინა -  ძველი დედაქალი, ლამაზი  ქუჩებითა და წმინდა პავლეს სახელობის კათედრალით. მოინახულეთ გაასრთობი პარკი და დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები.

ულამაზესი სანაპიროების გარდა აუცილებლად აღფრთოვანდით ცისფერი ლაგუნით კუნძულ კომონოზე.

მალტა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მალტაზე ნებისმიერ ტურისტს ელოდება სასიამოვნო და მშვიდი გარემო. მალტის მოსახლეობა სტუმართმოყვარე და სიცოცხლის მოყვარული ხალხია. აქ თითქმის ყოველთვის დღესასწაულები და ფესტივალები იმართება თავისი თეატრალიზირებული წარმოდგენებითა და ფეიერვერკებით.