ანტალია - თურქეთის ტურისტული დედაქალაქი

ანტალია - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია მთელ თურქეთში. ტურისტები, რომლებიც სტუმრობენ ამ მხარეს, ტკბებიან წარმოუდგენლად ლამაზი სანაპიროებითა და  თანამედროვე, ტრადიციული თურქული კულტურის კომბინაციით. თუ გიყვარს მშვიდი დასვენება ან გიზიდავს ექსტრემი  - ანტალია არავის დატოვებს გულნატკენს და ყველას შეუქმნის კომფორტულ და დასასვენებლად შესაფერის გარემოს. 

თურქეთის ეს ულამაზესი კუთხე ქვეყნის სამხრეთით, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქი განლაგებულია ზღვის დონიდან 40 მეტრის სიმაღლეზე. ანტალია თურქეთის ყველაზე დიდი ქალაქია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, და მას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ  - ქვეყნის ტურისტული დედაქალაქი.

ანტალიას კურორტები და სანაპიროები

ანტალია სიდიდით მეხუთე ქალაქია თურქეთში. ტურისტები უფრო მის საკურორტო ზონაში ისვენებენ , ვიდრე თვითონ ქალაქში.  საკურორტო ზონა რამდენიმე ნაწილად, სანაპიროდ იყოფა: სიდე, ალანია, ქემერი და ბელეკი. ანტალიის კურორტები გამოირჩევა ხალხმრავლობით, ხმაურიანი ღამეებითა და მრავალფეროვანი გასართობი პროგრამებით, ამიტომ კურორტი ძირითადად ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და აქტიურ ტურისტებზე.

ანტალიის ტერიტორიაზე ორი ტიპის სანაპიროა - ქვიანი და ქვიშიანი. ყველა თურქული პლიაჟი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ტურისტებისათვის უფასოა. ანტალიის ყველაზე პოპულარულ სანაპიროდ შეიძლება დავასახელოთ „Konyaaltı“, რომელიც იმავე სახელწოდების რაიონის მიმდებარედ არის განლაგებული. მიუხედავად იმისა, რომ პლაჟზე მისვლა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია , აქ მაინც არის ფასიანი ზონები.

ამინდი ანტალიაში

ზაფხულში ანტალიაში ჰაერის ტემპერატურამ შეიძლება +35 გრადუსს მიაღწიოს, თვითონ  ხმელთაშუა ზღვა კი ანტალიის სანაპირო ზონაში   +25 გრადუსზეა, ამიტომ აქ ბანაობა ძალიან სასიამოვნოა. სხვათაშორის, ანტალია ზამთრის პერიოდშიც პოპულარულია.  დეკემბრიდან აპრილის ჩათვლით, როდესაც თურქერთში საკმაოდ ცივა, ანტალიიდან  50 კილომეტრის დაშორებით სათხილამურო კურორტი იხსნება. ის მდებარეობს მთაზე, ზღვის დონიდან 2,250 მეტრის სიმაღლეზე.

რატომ ანტალია?

საუკეთესო სერვისის მქონე კომფორტული სასტუმროები მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ ტურისტებმა მაქსიმალურად კარგად დაისვენონ და განერიდონ ყოველდღიურ პრობლემებს. აქ  სავაჭრო ცენტრების უდიდესი არჩევანია, რაც ანტალიას თურქეთის შოპინგ-დედაქალად აქცევს. თურქეთი შედის იმ რამდენემი ქვეყნის სიაში, რომელიც ნებისმიერ მსურველს  ხარისხიან და ხელმისაწვდომ ფასად დასვენებას სთავაზობს.

2018 წლის მონაცემებით თურქეთმა ჯამში 40 მილიონი ტურისტი მიიღო. აქედან თითქმის მესამედმა დასასვენებელ ადგილად ზუსტად ანტალია აირჩია.