ევროპის ყველაზე ლამაზი ქალაქები

როდესაც ევროპაზე ვფიქრობთ , მაშინვე წარმოვიდგენთ პარიზს ან რომს. ეს დედაქალაქები ევროპის სინონიმებად იქცნენ. სინამდვილეში თქვენი ევროტური არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სტანდარტული ქალაქებით - არსებობს უამრავი ლამაზი ქალაქი, რომელიც არანაკლებ ცნობილი და მიმზიდველია.  რა თქმა უნდა, ევროპაში  უამრავი მშვენიერი  ქალაქი არსებობს, და ყველა თავისებურად უნიკალური და ლამაზია. თუმცა ჩვენ ამჯერად მხოლოდ შემდეგი ქალაქებით შემოვიფარგლებით

პარიზი

რაც არ უნდა ვთქვათ, პარიზი ნამდვილად ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. რამდენი ქვეყანა და ქალაქი არ უნდა დაათვალიეროს ტურისტმა,  რომ ამ „სინათლის ქალაქს“ არ დაუბრუნდეს. საღამოს პარიზი და მისი ქუჩები იდეალურია გასეირნებისა და დასვენებისთვის.

ვენეცია

ბევრს არ უყვარს ვენეცია, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც ცოტა დროს ატარებს ამ ქალაქში. ავტობუსები და საკრუიზო ლაინერები უფრო სწრაფად მოდიან და მიდიან, ვიდრე მისი მგზავრები ასწრებენ რეალურად დატკბნენ ქალაქით. გირჩევთ ერთი კვირა მაინც გაატაროთ ვენეციაში, გაისერინოთ მის ვიწრო ქუჩებში ან  გონდოლით წყალზე და თქვენ ნამდვილად შეგიყვარდებათ იტალიის ეს საოცარი ქალაქი.

ბუდაპეშტი

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზღვისპირა ქალაქი - ეს ბუდაპეშტია,  გაისერინეთ მთავარ ხიდზე, შეიგრძენით ბუდა და პეშტას  მთელი სილამაზე.

პრაღა

თქვენ ნამდვილად არ ინანებთ ამ ლამაზი ქალაქის მონახულებას. პრაღა გადავსებულია ტურისტებით, თუმცა თუ გადაუხვევთ მთავარ, ცენტრალურ მარშრუტებს ყოველთვის იპოვით მშვიდ და მყუდრო ადგილს.  ამისათვის გაიღვიძეთ ადრე დილით და გაისეირნეთ ქალაქში  აი ამ დროს ნახავთ ნამდვილ პრაღას.

ფლორენცია

ეს ხელოვნების ქალაქია. პირდაპირი მნიშვნელობით , ყოველ ნაბიჯზე ნახავთ არქიტექტურის შედევრებს. ფლორენციაში უამრავი ცნობილი კულტურული ძეგლია თავმოყრილი. მათ შორისაა  მიქელანჯელოს ცნობილი ქანდაკება.

მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში - ფლორენციაში ყოფნისას აუცილებლად გაისეირნეთ პონტე ვეკიოს ხიდზე, რომელიც შუა-საუკუნეებში რომაელებმა ააგეს.

სან მარინო

ქალაქი და დამოუკიდებელი ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს იტალიაში. ეს არის უძველესი რესპუბლიკა, რომელმაც აქამდე შეძლო სუვერენიტეტის შენარჩუნება. ქალაქი სავსეა ქვის სახლებით კრამიტის სახურავებით, ვიწრო ლამაზი ქუჩებითა და მოკაზმული მოედნებით. აქაური მცხოვრებლები სტუმრებს ხელგაშლილად ხვდებიან,  ართობენ და გემრიელი სადილითაც უმასპინძლდებიან.

ბერნი

ბერნი - შვეიცარიის პოლიტიკური ცენტრია და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში არის შეყვანილი. თუმცა სინამდვილეში ამ ქალაქში ჩასვლისას ვხვდებით, რომ ეს სულაც არაა პოლიტიკური ცენტრი, არამედ უდარდელი ცხოვრების, სეირნობისა და შოპინგის ქალაქია.

ბარსელონა

რაც უფრო ხშირად მოუნახულებთ ბარსელონას, მით უფრო შეგიყვარდებათ ეს ქალაქი. თავდაპირველად  ბევრს არ მოსწონს გაუდის ნამუშევრები, თუმცა რაც უფრო დიდ დროს ატარებთ ბარსელონაში და სეირნობთ მის ქუჩებში  მით უფრო გიყვარდებათ არქიტექტურა და თითოეული შენობა.

ბოლონია

ბოლონია აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი ევროტურის მარშრუტი. ქალაქი ჩრდილოეთ იტალიაში სილამაზით არ ჩამოუვარდება არც რომს და არც ფლორენციას იგი  უფრო მშვიდია და მყუდროა. არც ისეთი ცნობილი ფაქტია, რომ ზუსტად აქ არის იტალიის ყველაზე დიდი დახრილი კოში, რომელიც პიზის კოშკზეც კი  მაღალია.

სტამბოლი

სტამბოლი - ორი ნაწილისგან შემდგარი ქალაქი, ერთი მდებარეობს აღმოსავლეთით , მეორე დასავლეთით, ზუსტად ეს ეგზოტიკური შეხამება მას ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად აქცევს.  მდიდარი კულტურისა და  მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ქალაქი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ბრიუსელი

ბრიუსელის მოედანი - ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია მთელ ევროპაში, და თვითონ ქალაქი სავსეა ისტორიითა და თავისებური ხიბლით. ერთხელ მაინც თუ მოინახულებთ ამ ქალაქს აუცილებლად მოგინდებათ დაბრუნება და ქალაქის ქუჩებში კიდევ ერთხელ გასეირნება.

რომი

რომზე რა შეიძლება ითქვას ახალი? თითოეული შენობა და თითოეული ქვა  უდიდესი ისტორიის მატარებელია, რომელიც ქალაქს თავისებურ აურას უქმნის. რომი არა მხოლოდ ევროპის არამედ მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება.