რა მოვინახულოთ ბოდრუმში?

ბოდრუმი , თურქეთის კურორტი, რომელიც ითვლება ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ყველაზე ლამაზ ქალაქად და ტურიზმისა და დასვენების პოპულარულ ცენტრად. ის ასევე ცნობილია, როგორც თურქეთის „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ დედაქალაქი.

ბოდრუმი  ტურისტებს დაუვიწყარ დასვენებას პირდება და  წარმოგიდგენთ მთავარ ღირსშესანიშნაობებს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ქალაქში ჩასვლისას.

წმ. პეტრეს ციხესიმაგრე 

შეუძლებელია ჩახვიდე ბოდრუმში და ვერ შეამჩნიო მისი სიმბოლო - წმ. პეტრეს ციხესიმაგრე ანუ ბოდრუმის ციხესიმაგრე (Bodrum Kalesi), მისი კედლები  ქალაქის ნებისმიერი წერტილიდან ჩანს. საინტერესოა, რომ მისი მშენებლობისას იყენებდნენ ჰელიკარნასის მავზოლეუმის ნაწილებს, რომელიც მსოფლიოს შვიდ საოცრებათა სიაში შედის. ამჟამად აქ ნახავთ წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმის საინტერესო ექსპონატებს.

აკვაპარკი „დედემანი“

ბოდრუმის აკვაპარკი ქვეყნის პირველ აკვაპარკად ითვლება და უკვე 20 წლისაა. „დედემონი“ 4 ჰა-ზე აგაჭიმული და აქამდე  მთელი თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი წყლის ატრაქციონების პარკად ითვლება.

ბოდრუმის ამფითეატრი

ანტიკური ამფითეატრი - აუცილებლად სანახავი ღირშესანიშნაობაა ბოდრუმში. უდიდესი არენა ჩვენს წელთარღიცხვამდე მე-4 საუკუნეში, ძველბერძნული არქიტექტურის ტრადიციების დაცვით ააშენეს

ღამის კლუბი „ჰალიკარნასი“

თუ ბოდრუმის კულტურულ სომბოლოდ ითვლება - წმ. პეტრეს ციხესიმაგრე, ღამის ცხოვრების სიმბოლო არის ღამის კლუბი „ჰალიკარნასი“ - ეს არის ანტიკური ამფითეატრის სტილში აშენებული ღამის კლუბი, რომელიც ბოდრუმის ციხესმაგრესთან ახლოს მდებარეობს. „ჰალიკარნასი სიდიდით ევროპის კლუბების ტოპ-ხუთეულში შედის.

წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი.

ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმი ყველაზე პოპულარული ღირშესანიშნაობაა ქალაქში. აქ მოდიან არა მხოლოდ ადგილობრივი ტურისტები, არამედ ეწყობა ტურები თურქეთის სხვა ქალაქებიდან და საბერძნეთის კუნძულებიდანაც კი. ამის მიზეზი არის ის, რომ მუზეუმი განლაგებულია, უკვე არაერთხელ ნახსენები, წმინდა პეტრეს უნიკალური ციხესიმაგრის დარბაზებში. ამავე დროს რეგიონში ეს ერთადერთი მსგავსი სტილის მუზეუმია და აქ წარმოდგენილია ჩაძირული გემების უნიკალური ექსპონატები: საიუველირო ნაწარმი, ჭურჭელი და ანტიკური არტეფაქტები.

ბოდრუმის შავი კუნძული.

ბოდრუმის სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია „შავი კუნძული“ (KARA ADA), თუმცა ის სულაც არ არის შავი, პირიქით ის ზურმუხტისფერი და  მწვანეა. ეს ადგილი ცნობილია თავისი სამკურნალო ტალახითა და მინერალური წყლებით. თურქები ღიად აცხადებენ, რომ ზუსტად ამ ტალახების დამსახურებაა კლეოპატრას სილამაზე და ახალგაზრდობის შენარჩუნება.

 

საბერძნეთის მემკვიდრეობისა და საუკუნოვანი თურქული ტრადიციების შენარჩუნების წყალობით ბოდრუმის ნახევარკუნძული აქამდე რჩება თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ადგილად თურქეთში

უკვე დროა დაგეგმოთ შვებულება და მოინახულოთ  ულამაზესი ისტორიითა და გართობებით სავსე ქალაქი.