საინტერესო ფაქტები ანტალიაზე

ანტალია  - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკურორტო ქალაქია თურქეთში, რომელიც მდებარეობს ხმელთაშუა ზღვისპირეთის სანაპიროზე. ის მთელ მსოფლიოში ცნობილია თავისი სანაპიროებითა და ულამაზესი უნიკალური ბუნებით. თუმცა ის  ერთ-ერთი იშვიათი საკურორტო ქალაქია, რომელიც ასევე გაჯერებულია  უძველესი ისტორიითა და კულტურით .

ქალაქის ზუსტი ასაკი უცნობია, თუმცა თავისუფლად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ანტალია მინიმუმ 2000 წლისაა. პირველად ის ნახსენები იყო 159 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.

თურქეთისთვის ანტალია არამხოლოდ საკურორტო ზონაა, არამედ თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქია.

ანტალია საუკუნეების განმავლობაში რამდენიმე სახელმწიფოს ექვემდებარებოდა. სხვადასხვა დროს მას მართავდნენ ბერძნები,  რომაელები და ბიზანტიელები. ამიტომაც აქ სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ულამაზეს არქიტექტურულ ძეგლებს იპოვით.

საინტერესოა, რომ ბიზანტიის დაცემამდე ანტალია ქრისტიანულ ქალაქად ითვლებოდა, თუმცა ისლამმა აქ გავრცელება თითქმის ათასი წლის წინ დაიწყო.

ბევრი ამტკიცებს, რომ ანტალიის სოფლებში (პროვინციებში) გაზრდილი ფორთოხალი მსოფლიოში ყველაზე გემრიელია.

ანტალიის მოსახლეობა 1 მილიონს შეადგენს და სეზონის დროს, აქ კიდევ მილიონობით დამსვენებელი იყრის თავს.

ანტალია დაყოფილია ორ ნაწილად: ძველი და ახალი ქალაქი. თუმცა საინტერესო ღირშესანიშნაობებს და გასართობს ორივე მხარეს იპოვით.

ქალაქში ორი მაღალი კლასის საერთაშორისო აეროპორტი მოქმედებს, და ეს არც არის გასაკვირი, რადგან სეზონის პერიოდში მხოლოდ ერთს არ შეუძლია გაუმკლავდეს ტურისტების ნაკადს.

ყველაზე პოპულარული ადგილი ანტალიაში არის ოკეანარიუმი (ზღვისწყლიანი ხელოვნური აუზი), რომელსაც ნებისმიერი ტურისტი იცნობს და სტუმრობს.

ანტალია დამსვენებლებს ყოველთვის პირდება ახალ დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს, ამიტომ ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტად რჩება და წლიდან წლამდე უფრო და უფრო მეტ დამსვენებელს იზიდავს, მათ შორის საქართველოდანაც.