ყველაზე პოპულარული  ზაფხულის კურორტები

ჩვენს ჩამონათვალში პირველი ადგილი თურქეთის სანაპoროებს უკავია. აქ  ყველას ხიბლავს „ALL INCLUSIVE” სერვისი. ზუსტად ამ სერვისის წყალობით ტურისტს შეუძლია ბოლომდე მოდუნდეს და დატკბეს მზით, კამკამა ზღვით, ქვიშიანი სანაპიროთი და მრავალი გასართობი საშუალებით. ყოველწლიურად თურქეთის კურორტები 30 მილიონ ადამიანს მასპინძლობს.

თითქმის იგივე სერვისებს გვთავაზობს ეგვიპტეც.  თურქეთის სასტუმროებიდან გამოსვლისას თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ აღმოსავლური ბაზრით, ეგვიპტე კი, გვთავაზობს ზაფხულის საექსკურსიო ტურებს: პირამიდები, ქალაქები, ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისათვის - დაივინგი, კვადროციკლებით სიარული უდაბნოში და მრავალი სხვა.

ჩვენს ჩამონათვალში მესამე ადგილი ტაილანდს უჭირავს. საინტერესოა, რომ რაც უფრო დიდი დროით ისვენებ ამ ქვეყანაში, მით უფრო იაფი გიჯდება ცხოვრება. ამის გამო ხშირად აქ ტურისტები მინიმუმ 3-4 კვირით ჩამოდიან -ეს არის ქვეყანა, რომელმაც ფაქტობრივად არც იცის რა არის ზამთარი, ქვეყანას სეზონის ნებისმიერ დროს მილიონობით ტურისტი მასპინძლობს.

ტუნისი - ზაფხულის კურორტების მარგალიტია. ქვეყანა დამსვენებლებს იზიდავს კომფორტით, სტუმართმოყვარეობითა და უბრალოდ კარგი დასვენებით. ტუნისი, როგორც ზაფხულის კურორტი, ალბათ იმ ტურისტებმა აღმოაჩინეს, რომლებსაც ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მობეზრდათ. ტუნისი და ეგვიპტე თითქმის გვერდიგვერდ არის განლაგებული და ერთმანეთს ძალიან გვანან კლიმატითა და ტურისტული ინფრასტრუქტურით.

ჩვენს ჩამონათვალში აუცილებლად უნდა ვახსენოთ ევროპის კურორტებიც: ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს კვიპროსის სანაპიროები (აია-ნაპა) და საბერძნეთის ულამაზესი კურორტები (ჰალკიდიკი, კრეტა).

ზაფხული უკვე ახლოსაა და დროა წინასწარ დაგეგმოთ სად აპირებთ დასვენებას