წარმოუდგენელი ფაქტები ევროპაზე

 გგონიათ,  რომ უკვე ყველაფერი იცით ევროპის შესახებ და ვერაფრით გაგაკვირვებთ?  გთავაზობთ  მთელ რიგ საინტერესო  და უცნაურ ფაქტებს ევროპაზე და ევროპელებზე, რომლის შესახებ შეიძლება, არც კი გსმენიათ:

 1. ტექნიკური თვალსაზრისით ევროპა არ არის ცალკე კონტიტენტი აზიისგან მისი ცალკე გამოყოფა ბერძნების იდეა იყო.

 2. ყველა მსოფლიო ომი ევროპაში იწყებოდა.

 3. იტალიელები არ სვამენ კაპუჩინოს დილის 11 საათის შემდეგ

 4. ბერლინში უფრო მეტი  Doner Kebab -ის რესტორანია, ვიდრე სტამბოლში.

5.ბარსელონაში არსებული „წმინდა ოჯახის ტაძრის“ მშენებლობა პირამიდების მშენებლობაზე უფრო დიდხანს გრძელდება.  დაიწყო 1882 წელს და მისი დასრულება იგეგმება 2026 წელს

 6. ევროპის ტურისტებში ყველაზე მიმზიდველი და პოპულარული ადგილი - პარიზის დისნეილენდია.

 7. ბრიტანეთის მუზეუმში არსებული ექსპონატების მხოლოდ 1% არის საჯაროდ გამოტანილი.

 8. პატარა ქვეყანას, ბელგიას ევროპაში ყველაზე მჭიდრო სარკინიგზო ქსელი აქვს    (113,8 კმ/1000 კვ.კმ).

 9. გაგიკვირდებათ, მაგრამ ევროპაში იპოვით ტროპიკულ ტყეს, რომელიც მდებარეობს ბოსნიაში.

 10. 1983 წელს ვატიკანში ნულოვანი შობადობა იყო დაფიქსირებული.

 11. ბულგარეთი ევროპის უძველესი ქვეყანაა. მას ქვეყნის სახელწოდება 681 წლიდან არ შეუცვლია

 12. საბერძნეთის მოსახლეობის 40% ცხოვრობს ათენში.

 13. ისლანდიაში საერთოდ არ არსებობს კოღო, ერთიც კი.

 14. დისნეის ყველაზე ცნობილ გმირს,  მიკი მაუსს იტალიაში ტოპოლინოს ეძახიან.

 15. პიზის კოშკის მშენებლობა 200 წელი მიმდინარეობდა. დღესდღეობით ის ისევ ნელ-ნელა მიიწევს მიწისკენ.

 16. კრუასანების სამშობლოდ  ავსტრია ითვლება.

 17. გრენლანდია მსოფლიოში ყველაზე დიდი კუნძულია

  18. ყველაზე მეტი რაოდენობის შოკოლადი იყიდება ბრიუსელის აეროპორტში

 19. ჟაკ-ივ კუსტოს თეორიის თანახმად სანტორინი (საბერძნეთი) -  ჩაძირული ანტლანტიდის დარჩენელი ნაწილია.

 20. შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი რაოდენობის McDonald's რესტორანია.

 21. შოტლანდია, ლოხ-ნესის ურჩხულის წყალობით,  წელიწადში 7 მილიონ ევროს შოულობს

 22. ესპანეთიდან აფრიკაში გემით სულ რაღაც ნახევარ საათში მოხვდებით.

 23. ლიხტენშტაინი  ძალიან პატარა სახელმწიფოა. ბოლო საომარი მოქმედებების დროს მან ქვეყნიდან  80 ჯარისკაცი გაიყვანა და უკან დაბრუნდა 81, სავარაუდოთ მათ მეგობარი იპოვეს იტალიაში.