ევროპის ულამაზესი ადგილები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ

სანტორინი, საბერძნეთი

დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული კუნძულია. პატარა თეთრი სახლები ლურჯი სახურავით, ვიწრო და ფერადი ქუჩები, გასაოცარი სანახავია რესტორნის ტერასებიდან გადაშლილი  ულამაზესი ზღვის ხედები. ლეგენდის თანახმად, აქ ყველაზე ლამაზი სანახავი მზის ჩასვლაა მთელს დედამიწაზე.

ჩინკვე-ტერე, იტალია

ჩინკვე-ტერეს ნაციონალური პარკი ხუთი უძველესი ქალაქისგან შედგება: მონტეროსო-ალ-მარე, ვერნაცა, კორნილია, მანაროლა და რიომაჯორე.  მონტეროსო-ალ-მარეს გარდა ყველა ქალაქში აკრძალულია ნებისმიერი ტრანსპორტით სარგებლობა, თუმცა ამან არ შეგაშინოთ, ვინაიდან მანძილი ქალაქებს შორის მცირეა და სეირნობისას თქვენ დატკბებით შესანიშნავი პეიზაჟებით. აქ ყოველთვის უხარიათ ტურისტების ნახვა, ამიტომაც ჩინკვე-ტერეს სანაპიროს გასწვრივ პატარ-პატარა რესტორნები და ბარები მრავლადაა.

დუბროვნიკი, ხორვატია

ხორვატიის ქალაქი დუბროვნიკი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქად არის აღიარებული. ის ზაფხულის შვებულებისთვის იდეალური ადგილია. ქალაქი ცნობილია, როგორც “ადრიატიკის ზღვის მარგალიტი”. დუბროვნიკი 1979 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული. სანაპიროს გარდა, ქალაქის მთავარი ღირსესანიშნაობები ძველ ქალაქში მდებარეობს: შესასვლელი ორი კარიბჭე, ორლანდოს სვეტი, ონოფრიოს შადრევანი, სპონზას სასახლე და სხვა.

 

ბიარიცი, საფრანგეთი

ბიარიცი - ულამაზესი ნავსადგური, რომელიც სტუმართმოყვარე ფრანგულ ქალაქად ითვლება.

ქალაქი დღემდე ინარჩუნებს ძველ ტრადიციებს,  არქიტექტურასა და ლამაზს ბუნებას, ამას ემატება გემრიელი სამზარეულო,  მყუდრო რესტორნები, ულამაზესი ქვიშიანი სანაპიროები, სერფინგის სკოლები და საინტერესო ექსკურსიები. ბიარიცის სანაპირო მთელი მსოფლიოს მაშტაბით სერფინგის მოყვარულებს იზიდავს და  სერფინგის დედაქალაქად ითვლება.

პოზიტანო - იტალია

პოზიტანო იტალიის სოფელი,  რომლის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ბორცვზე და ქვემოთ  სანაპიროზე ეშვება.

ქალაქის ბორცვებზე  განლაგებულია ფერად-ფერადი სახლები.  პოზიტანო მთებით არის გარშემორტყმული, ამის დამსახურებით აქ მუდამ მშვენიერი ამინდი და რბილი კლიმატია.

პოზიტანო თავად ადგილობრივ ტურისტებში ძალიან პოპულარული ადგილია, ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს ეს არისტოკრატული ოჯახების დასასავენებელ ადგილად ითვლებოდა.  აქ დალევთ განთქმულ ლიმონის ლიქიორს, რომელსაც ლიმონჩელოს ეძახიან. თუმცა ის მხოლოდ ნავსადგურის სიახლოვეს იყიდება.

საინტერესოა, რომ ზუსტად პოზიტანოს ერთ-ერთ კაფეში ცნობილმა ჯგუფმა The Rolling Stones დაწერა სიმღერა Midnight Rambler.

ნიცა, საფრანგეთი

მზიანი და ლამაზი ნიცა  - ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ გსურთ ნამდვილი გემოვნებიანი დასვენება. ულამაზესი სანაპირო, გემები, იახტები და ძვირადღირებული მანქანები. კაფეების და რესტორნების უთვალავი რაოდენობა, უძველესი სასტუმროები, მაღაზიები და კლუბები - ეს ნიცაა.

სინტრა , პორტუგალია

სინტრა ლისაბონთან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქია. აქ ნახავთ ელეგანტურ სასახლეებს, ექსტრავაგანტულ ვილებს და ულამაზეს პარკებს. სინტრას იცნობენ როგორც პორტუგალიურ სამოთხეს, რომელიც არისტოკრატების მიერ არის აშენებული. ეს ქალაქი განსაკუთერბით იზიდავს აქტიური დასვენების მოყვარულებს.

აქ შექმნილია სპეციალური მარშრუტები, რომელის საშუალებითაც შეძლებთ ქალაქის ყველა ღირშესანიშნაობის მონახულებას. სინტრა ლისაბონიდან სულ რაღაც 27 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს , ამიტომ, სავსებით შესაძლებელია - ერთ ტურში  პორტუგალიის ლამაზი და უამრავი საინტერესო ადგილი მოინახულოთ.

ფლორენცია, იტალია

ფლორენცია ხელოვნების ცენტრად შეგვიძლია ჩავთვალოთ, აქ თითოეული შენობა ღირსშესანიშნავი და ისტროიული ძეგლია -  ეს ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმია.  ფლორენცია უდიდესი კულტურის და ისტორიის მატარებელი ქალაქია: თუ ხარ შოპინგის მოყვარული, თუ გიზიდავს იტალიის სამზარეულო,  ექსკურსიები, უბრალოდ ფეხით სეირნობა თუ მუზეუმები - ფლორენცია ნებისმიერი გემოვნების ტურისტს მოხიბლავს თავისი სიდიადით.

ვალეტა - მალტა

მალტა - ეს ულამაზესი ჯუჯა ქვეყანა, რომელიც ერთად ითავსებს უძველეს არქიტექტურას და ქვიშიან სანაპიროებს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს მალტის სიმყუდროვე, ცხოვრების მშვიდი რითმი, მოსახლეობის კეთილგანწყობა და სტუმართმოყვარეობა ტურისტების მიმართ.

ვალეტა მალტის დედაქალაქი და ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი უმსხვილესი პორტია. მისი მონახულება აუცილებლად უნდა შედიოდეს თქვენი დღის წესრიგში.  ქვეყანაში ძალიან ხშირად იმართება სხვადასხვა დღესასწაული და ფესტივალი, რომელთა განუყოფელი ნაწილია თეატრალიზირებული წარმოდგენები და ულამაზესი ფეირვერკები.

ვალენსია, ესპანეთი

ვალენსიას მინიჭებული აქვს გლობალური ქალაქის წოდება. ეს ნიშნავს, რომ ის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში მნიშვნელოვან კვანძად მიიჩნევა. 

ეს არის იდეალური ადგილი მოგზაურობისათვის. ერთი მხრივ ვალენსია მდიდარია არქიტექტურით: ყველა ცენტრალურ ქუჩაზე იპოვით ლამაზ ნაგებობას. მეორე მხრივ  ქალაქის სანაპირო ზოლში აშენებულია მეცნიერებისა და ხელოვნების ცენტრი. ცენტრი 5 შენობისაგან შედგება, რომელშიც შედის ევროპის ყველაზე დიდი აკვაპარკი და ინოვაციური მეცნიერების ცენტრი.

მშვიდი დასვენების მოყვარულებს კი ელოდებათ პლაჟის დიდი სანაპირო ზოლი. ამიტომ ეს ქალაქი ნებისმიერი გემოვნების ტურისტს დააკმაყოფილებს თავისი მრავალფეროვნებით.