საბერძნეთის მთავარი სანახავი ადგილები

ყოველ წელს საბერძნეთის სანაპიროებს უამრავი ტურისტი სტუმრობს, თუმცა ხშირად გვავიწყდება, რომ ეს უდიდესი ისტორიის მატარებელი ქვეყანაცაა. ერთად გადავავლოთ თვალი საბერძნეთის ულამაზეს და ყველაზე პოპულარულ ადგილებს.

დავიწყოთ დედაქალაქით. ათენი საბერძნეთის გულია. დღისით ყველა დადის ექსკურსიაზე და ზღვაზე, საღამოს კი ბარებსა და ღამის კლუბებში. და როგორც ყველა დედაქალაქში აქ ცხოვრება „დუღს“

ზღვის და უამრავი ღირშესანიშნაობის გარდა, ათენში აუცილებელი სანახავია ქალაქის სიმბოლო - აკროპოლისი. აქ უძველესი ქანდაკებების ასლებია, თვითონ ორიგინალებს კი იპოვით ლუვრში, ბრიტანეთის და აკროპოლისის მუზეუმებში. აკროპოლისის მთავარი ტაძარი საბერძნეთის ყველაზე დიდებული ისტორიული ძეგლია.

ათენიდან 180 კმ -ში მდებარეობს ძველბერძნული ქალაქი დელფო. თაბამედროვე დელფო ეს ღია ცის ქვეშ მდებარე მუზეუმია, სადაც საათობით შეგიძლიათ სიარული და უძველესი არქეოლოგიური ძეგლებით ტკბობა.  იქ  მოხვედრისას აუცილებლად ნახეთ აპოლონის ტაძარი, რომელიც აქამდე ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული ნაგებობაა.

დელფოსში შეგიძლიათ ნახოთ ანტიკური სტადიონი, რომელიც თავის დროზე 5000 მაყურებელს იტევდა, აქვეა უძველელი თეატრი შეუდარებელი ხედით აპოლონის ტაძარზე.

გადავინაცვლოთ როდოსზე.

ბერძნებს აქვთ შესანიშნავი ლეგენდა კუნძულ როდოსის აღმოჩენის შესახებ. როდესაც ღმერთებმა დედამიწის დაყოფა დაიწყეს, ჰელიოსმა დაინახა წარმოუდგენლად ლამაზი კუნძული, რომელიც წყლიდან ამოდიოდა, და მაშინვე გადაწყვიტა თავისთვის დაეტოვებინა ის. ამ ადგილას მან ცოლად მოიყვანა თავის შეყვარეუბული ნიმფა სახელად როდოსი.

როდოსი აქამდე ყველასათვის ცნობილია როგორც „ხმელთაშუაზღვის მარგალიტი“.

კუნძულზე მდებარეობს „პეპლების ხეობა“ , სადაც ზაფხულში პეპლების უამრავ იშვიათ სახეობას იხილავთ. ადგილობრივი წყალი ისეთი სუფთა და გამჭვირვალეა, რომ ფსკერზე კიბორჩხალების დანახვაც კი შეგიძლიათ.

კერკირა/კორკირა ანუ კორფუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია საბერძნეთში.  უამრავი სასტუმრო გაშლილია პირდაპირ სანაპორო ზოლში. ლეგენდის თანახმად არგონავტები ზუსტად აქ მალავდნენ  ოქროს საწმისს.

კერკირაზე აუცილებლად უნდა მოინახულოთ არტემიდას ტანძრის ნანგრევები, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა კვლავ დიდებულია.

კრეტას შესახებ ყველა ტურისტმა იცის. ის საბერძნეთის ყველაზე დიდი კუნძულია.  აქ დაიბადა ღმერთების მბრძანებელი - ზევსი. და ბერძნული მითოლოოგის უამრავი ისტორია ზუსტად ამ კუნძულთან არის დაკავშირებული. ამჟამად კრეტა ძალიან პოპულარულია საბერძნეთის დამსვენებლებს შორისაც, აქ ხომ ლაჟვარდოვანი ზღვაა, მშვენიერი კლიმატი და უგემრიელესი სამზარეულო გელით.

კნოსოსის სასახლე ანუ ე.წ. მინოტავრის ლაბირინთი. ეს  ნამდვილი მარგალიტია, ადგილი რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ კრეტაზე. სასახლე საცხოვრებელი ოთახების, დარბაზების და სარდაფებისგან შემდგარი ლაბირინთია . სამწუხაროდ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად სასახლე თითქმის მთლიანად განადგურებულია.

გსმენიათ ითაკას კუნძულის შესახებ? ითაკა არც ისეთი პოპულარულია ტურისტებს შორის, არადა ეს ხომ ოდისევსის სამშობლოა. ზუსტად აქედან გაემგზავრა ოდისევსი ტროას ომში. და მრავალი წლის შემდეგ უკან დაბრუნებაც მოახერხა. „ითაკაზე დაბრუნება“ ცნობილი გამონათქვამია და განსაცდელის გადალახვის შემდეგ სახლში მშვიდობით დაბრუნებას ნიშნავს.

როგორც ხედავთ, საბერძნეთი მდიდარი ისტორიის და კულტურის მატარებელი მზიანი ქვეყანაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ნებისმიერი გემოვნების ტურისტს იზიდავს.