პორტუგალია და მისი საოცარი ქალაქები

პორტუგალია ქვეყანა, რომელიც გამორჩეულია სხვა ქვეყნებისაგან როგორც არქიტექტურით ასევე კულტურული მრავალფეროვნებითა და ხალასით.

აქ უამრავი ქალაქი და ქუჩაა, რომელიც მიიპყრობს თქვენს ყურადღებას: ფერადი შენობები, ულამაზესი ბაღები და ტრადიციული კერძებისა თუ სასმელებით გაჟღენთილი ქუჩები.

თუ არ გინახავთ ეს საოცრება და აპირებთ მონახულებას მაშინ, გამოგვყევით დღეს ჩვენ გამოგზაურებთ ამ უმშვენიერეს ქალაქებში.

გუიმარაეში

თუ გადაწყვეტთ პორტუგალიაში მოგზაურობას ამ ქალაქის მონახულების გარეშე ნამდვილად არ უნდა დაბრუნდეთ უკან, რადგან ეს არის ქალაქი, სადაც მეფე ალფონსო ენრიკე პორტუგალიის პირველი მეფე მე-12 საუკუნეში იბრძოდა და სწორედ მან დააფუძნა პორტუგალიის სამეფო.

კოიმბრა

საუნივერსიტეტო ქალაქი, რომელიც ერთ-ერთი ისტორიული ქალაქის სტატუსს ინარჩუნებს, სწორედ აქ მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება.

ალენტეხო

პორტუგალიის რაიონი, კამპა მაიორის მახლობლად, აქ ყოველწლიურად იმართება ყვავილების ფესტივალი, ადგილობრივები საგანგებოდ ემზადებიან და ამზადებენ უამრავ ფერად ყვავილებს ქაღალდისაგან, ეს განსაკუთრებულ სანახაობასა და ხალასს სძენს დამსვენებლებსა და ადგილობრივებს.

სინტრა

ქალაქი რომელსაც პორტუგალიელები მუზეუმს უწოდებენ, მართლაც გამორჩეული და შთამბეჭდავია, იგი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შესული, აქ შუა საუკუნეების ციხე-კოშკები და სასახლეებია შემორჩენილი, სწორედ სინტრაში მდებარეობს პენას უძველესი და ულამაზესი სასახლე.

P.S - სინტრას მოსანახულებლად დაახლოებით ორი დღე მაინც დაგჭირდებათ რათა სრულყოფილად დაათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნაობა.

ევორა

აქ თქვენ შეხვდებით შუა საუკუნეების დროს აგებულ ტაძრებს, ციხე-კოშკებსა და სასახლეებს, იგი გამორჩეულია კულტურული მემკვიდრეობითა და არჩვეულებრივი ლანდშაფტით.

ქაშქაიში

მეთევზეთა ქალაქი - რომელიც განსაკუთრებით იმ ტურისტების ყურადღებას იპყრობს ვისაც უყვარს ზღვა და ქვიშიანი სანაპირო, აქ ასევე შეძლებთ მშვიდ დასვენებას ულამაზეს ტროპიკული მცენარეების ბაღებში და ულამაზესად გაწყობილ ქუჩებში სეირნობით.

P.S - აქ სტუმრობისას არ დაგავიწყდეთ დააგემოვნოთ ტრადიციულად დამზადებული ზღვის პროდუქტები ეს კდიევ უფრო შეგაყვარებთ ამ უმშვენიერეს ქალაქს.

ალგარვე

პორტუგალია მდიდარია ულამაზესი ზღვის სანაპიროებითა და ეს არის კიდევ ერთ-ერთი არაჩვეულებრივი ადგილი მათთვის ვისაც არ სურს კულტურული ძეგლების მონახულება და უპირატესობას ანიჭებს მშვიდ დასვენებას. კურორტი პორტუგალიის სამხრეთით მდებარეობს, აქ ყველაფერია რაც თქვენ გსურთ ძალების აღსადგენად: ლაჟვარდოვანი ზღვა, ქვიშიანი სანაპირო, უგემრიელესი ზღვის პროდუქტები და სხვა.