რომი და მისი ღირშესანიშნაობები

ყველა დროის ერთ-ერთ  მიმზიდველ ადგილად ტურისტებში იტალიის უმშვენიერესი ქალაქი რომი სახელდება. უდაოა, რომ მისი პოპულარობა გამოწვეულია უამრავი ღირსშესანიშნაობების არსებობითა და კულტურული მრავალფეროვნებით.

რომში თითოეული ქუჩა და არქიტექტურა მიუთითებს მის საუკუნოვან ისტორიაზე, თუ გადაწყვიტე ამ ლეგენდარულ ქალაქში გამგზავრება და არ იცი რა მოინახულო, მაშინ აუცილებლად იხილე პოსტი:

რომის კოლიზეუმი - ეს არის ადგილი სადაც იმართებოდა რომაელების საყვარელი გართობა: გლადიატორთა შერკინება, მხეცების ბრძოლა და თეატრალური წარმოდგენები, კოლიზეუმის მოსანახულებლად მისულ ტურისტებს ამფითეატრთან დაგხვდებათ ე.წ. ცენტურიები, რომლებიც შემოსილი არიან ანტიკური რომაელი მებრძოლების მსგავსად მათთან ერთად შეძლებთ გადაიღოთ ფოტოები.

პანთეონი - ეს იყო პირველი რელიგიური ნაგებობა რომაელი ხალხისთვის ამიტომაც იგი საუკეთესოდაა შენახული და მოვლილი.

ტრევის შადრევანი - ეს არის სწორედ ის შადრევანი, სადაც ბანაობა მხოლოდ ანიტა ეკბერს შეეძლო “La Dolce Vita”-დან, თუ ამას თქვენც გაიმეორებთ იცოდეთ რომ უთოდ პოლიციასთან გექნებათ საქმე, ეს ულამაზესი სანახაობა ნიკოლო სალვის არქიტექტურას ეკუთვნის და შესანიშნავადაა შერწყმული კლასიციზმისა და ბაროკოს სტილი.

არ დაგავიწყდეთ აქ აუცილებლად უნდა გადააგდოთ მონეტა თუ გსურთ კვლავ ეწვიოთ ამ შესანიშნავ ქალაქს.

ვატიკანი - აქ თქვენ შეძლებთ მოინახულოთ ულამაზესი მუზეუმები ჯადოსნური ბაღებით, შადრევნებითა და აუზებით, აქ ნახავთ წმინდა პეტრეს ტაძარს, ბიბლიოთეკას, ასევე მუზეუმებს, სადაც შეძლებთ გაეცნოთ მიქელანჯელოს შედევრებს.

პიაცა-ნავონა - ეს არის ადგილი, სადაც შეძლებთ ქალაქის საუკეთესო კაფეებში მიირთვათ ყავა, დააგემოვნოთ უგემრიელესი იტალიური სამზარეულო და დატკბეთ ულამაზეს ქუჩებში სეირნობით.

ესპანეთის მოედანი- არის რომში ერთადერთი მოდის ცენტრი, სადაც ეწყობა მსოფლიოს ცნობილი დიზაინერების შოურუმები და მონაწილეობენ საუკეთესო მოდელები მსოფლიოს მასშტაბით.