რამოდენიმე მიზეზი თუ რატომ არის ზამთარი საუკეთესო დრო ამსტერდამში სამოგზაუროდ

მართალია არ არსებობს ცუდი დრო ჰოლანდიის მოსანახულებლად, რადგან ეს ქვეყანა ყოველთვის უნიკალური სანახაობებით გამოირჩევა წლის ნებისმერ დროს, თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ზამთარში უამრავი რამ ხდება ისეთი რაც ტურისტების ყურადღებას ნამდვილად მიიპყრობს მათ შორის ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები.

Sinterklaas

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ბავშვები მოუთმენლად ელიან ახალი წლის საღამოს, სანტა კლაუსის მოსვლასა და სურვილების ასრულებას, თუმცა ჰოლანდიელი ბავშვებისათვის სანტა კლაუსისა და თოვლის ბაბუის ნაცვლად სჯერათ მაღალი, გამხდარი, წვერიანი ესპანელი კაცის, რომლის სახელიც “Sinterklass”-ია. მისი ჩამოსვლა ამსტერდამში აღინიშნება 13 ნოემბერს, 5 დეკემბერი კი შობის დღედ არის აღიარებული.

Light Festival

ყოველი წლის ნოემბრის ბოლო კვირიდან იანვრის ჩათვლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ამსტერდამი უამრავ სტუმარს მასპინძლობს სინათლის ფესტივალზე, ღონისძებაზე იკრიბებიან ხელოვნების სფეროში დაინტერესებული სტუმრები, მსოფლიოს მაშტაბით გამოჩენილი მხატვრები და მათ ნამუშევრებს წარადგენენ ღია ცის ქვეშ გამართულ ფესტივალზე.

ფესტივალის დროს ქალაქი მუზეუმს მოგაგონებთ, ულამაზესად განათებული სურათებით და ხელოვნური ნაკეთობებით.

Ice skating on the canals – Ice rinks

ნოემბრის ბოლოდან თებერვლამდე რამდენიმე ადგილია ამსტერდამის ირგვლივ გადაქცეული ღია საციგურაო მოედნად, ყველაზე დიდი საციგურაო მოედანი მდებარეობს “Rijkmuseum”-სა და „Museumplein” შორის რომელიც გადმოჰყურებს ხელოვნურად შექმნილ ქალაქის სახელს.

ასევე ხშირია გაყინულ არხებზე მოწყობილი საციგურაო მოედანი, თუმცა არც თუ ისე ხშირად ეწყობა ტემპერატურიდან გამომდინარე, ზოგჯერ ამსტერდამში ისე ეცემა ტემპერატურა, რომ წყლის არხები იყინება და ადგილობრივი მთავრობის გადამოწმების შემდეგ, ციგურაობა უსაფრთხოა ნებისმიერი მსურველისათვის კონტროლირებად ადგილებზე.

Festive food

სადღესასწაულო საჭმელების ფესტივალი ერთ-ერთი პოპულარული დღესასწაულია ამსტერდამში ამ დროს ყველა რესტორანი, კაფე თუ სხვადასხვა კვების ობიექტები მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ ტრადიციულ საშობაო ტკბილეულზე, ნუშის ნამცხვრებსა და ტკბილ პურებზე.

დიდი არჩევანია სადღესასწაულო სასმელებზეც, განსაკუთრებით კი ზამთრის ცივ დღეებში გამოირჩევა ტრადიციული ღვინო „გლინტვეინი“, რომელსაც სპეციალური სანელებლებით, დარიჩინითა და ცოცხალი ციტრუსებით ამზადებენ.

Christmas markets 

სადღესასწაულო სეზონის განმავლობაში ამსტერდამის რამდენიმე მოედანი იქცევა საშობაო საოცრებათა სამყაროდ, ღია ბაზრობები ქალაქის შუაგულში ნამდვილ სადღესასწაულო განწყობას ქმნის.

ღია ბაზრობებზე ყველა გასაყიდი ნივთები ასოცირდება “Sinterklass”-თან და რაღათქმაუნდა შობასთან.  საშობაო დეკორაციის გარდა აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ახლად გამომცხვარი ნუშის ნამცხვრები, ჰოლანდიური დონატები და მიირთვათ ცხელი გლიტვეინი ზამთრის სუსხიან დღეს.

Christmas - New Years Eve

იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლანდიელები 5 დეკემბერს აღნიშნავენ როგორც შობას, ისინი ისეთი პომპეზურობით არ აღნიშნავენ შობას, როგორც სხვა ქვეყნებში.თუმცა ამსტერდამი ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ახალი წლის აღსანიშნავად და  ამსტერდამში ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ღონისძიება იმართება მათ შორის ფეიერვერკების ულამაზესი ფესტივალი, ასევე შეგიძლიათ რესტორნებსა და ბარებში დააგემოვნოთ უგემრილესი ტრადიციული კერძები და ტკბილეული.

National Tulips Day

უკვე ექვსი წელია რაც ჰოლანდიაში “Dam Square”-ზე აღნიშნავენ ტიტების საერთაშორისო დღეს იგი იანვრის ბოლოს იმართება და მოასწავებს ყვავილების სეზონის დასაწყისს. ამ დღეს ათასობით ტიტა ირგვება მოედანზე და ღონისძიებაზე მყოფ სტურმებს შეუძლიათ თავიანთი ყვავილები დარგონ ტიტებთან ერთად.

Fashion Week

Mercedes-Benz მოდის კვირეული ამსტერდამში წელიწადში ორჯერ იმართება იანვარსა და აგვისტოში, მოდის კვირეულზე თავს იყრის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და კრეატიული დიზაინერები, ეს გამოფენა არის ყელაზე მნიშვნელოვანი მთელს ბენელუხსის რეგიონში.

Valentine’s Day

ამსტერდამი ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქია მსოფლიოში, რომელიც არაჩვეულებრივი ადგილია ვანელტინის დღის აღსანიშნავად, აქ შეგიძლიათ მარტივად მოძებნოთ, მყუდრო, რომანტიული კაფე-ბარები სადაც მშვიდ და წყნარ გარემოში დაჯდებით საყვარელ ადამიანთან ერთად.