აუცილებლად სანახავი 10 ადგილი პრაღაში

პრაღა - ხიდების, ტაძრების, ოქროსფრად მოპირკეთებული კოშკების ჯადოსნური ქალაქი, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იზიდავს ტურისტებს. ჩეხეთის დედაქალაქი დღითიდღე პოპულარული ხდება ქართველი ტურისტებისთვისაც.
Love Travel-ი გთავაზობთ 10 ყველაზე საინტერესო ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ პრაღაში მოგზაურობისას.

1. ვაცლავის მოედანი

მოედანზე აღმართულია წმ. ვაცლავის ქანდაკება.

ბოჰემის წმინდა ვაცლავის სახელობის მქონე ადგილი ბულვარს უფრო ჰგავს ვიდრე მოედანს, აქ იმართება  სადღესასწაულო ღონისძიებები და საჯარო შეკრებები.

მოედნის ერთ მხარეს ნეოკლასიკურ სტილში აგებული ეროვნული მუზეუმია, მეორე მხარეს კი ქუჩებს ძველი ქალაქისაკენ მივყავართ.

ვაცლავის მოედანი

2. წმ. ვაცლავის ამოტრიალებული ქანდაკება

ქანდაკებას „მკვდარი ცხენი“ ჰქვია, იგი ჩეხი სკულპტორის დავიდ ჩერნის მიერ არის შექმნილი. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს ეროვნული მუზეუმის წინ მდებარე ქანდაკების პაროდიაა, ზოგიერთი კი ჩეხეთის პრეზიდენტს ვაცლავ კლაუსს უკავშირებს.

უნდა აღინიშნოს, რომ სკულპტორი სწორედ ასეთი უცნაური და უჩვეულო ქანდაკებებით გამოირჩევა და არასდროს აკეთებს კომენტარს თავის შემოქმედებაზე.

3. Powder Tower - ფხვნილის კოშკი

გოთიკური კოშკი იმ ძველი ალაყაფის კარია, რომელიც ქალაქს თავდასხმისაგან იცავდა. XIX  საუკუნეში მას კორონაციის ცერემონიებისთვის იყენებდნენ, მეფეები პრაღის ციხესიმაგრისაკენ  სწორედ ამ გზით მიდიოდნენ.

ქალაქის მთავრობა კოშკში დენთს ინახავდა, სახელწოდება „ფხვნილის კოშკი“ სწორედ აქედან მომდინარეობს.

კოშკის უკან მუნიციპალიტეტის შეუდარებელი შენობაა, სადაც კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შეგიძლიათ კონცერტს სწორედ ამ კოშკში დაესწროთ.

4. ასტრონომიული საათი

ადგილობრივები მას „ორლოი“-ს ეძახიან და ის  1410 წელს დამონტაჟდა. საათი კი შუა საუკუნეებს ითვლის, მას სიძველითა და გამართულობით მსოფლიოში მესამე ადგილი უკავია.

საათს ასობით ტურისტი სტუმრობს, რათა ყოველ სრულ საათზე პატარა წარმოდგენას უყუროს.

5. კარლოვის ხიდი

ფეხით მოსიარულეთა 621 მეტრიანი გოთიკური ხიდი, 1841 წლამდე მდინარე ვლტავას გადაკვეთის ერთადერთი საშუალება იყო. იგი ძველ ქალაქს პრაღის ციხე-სიმაგრესთან აკავშირებდა. ხიდს ბაროკოს სტილში გაკეთებული 30 ქანდაკება ამშვენებს.

6. ლენონის კედელი

ჯონ  ლენონის კედელი თავისუფლების, მშვიდობისა და სიყვარულის სიმბოლოა.

კედელი სავსეა Beatles სიმღერის ტექსტებით და სხვადასხვა წარწერებით, კედელი ყოველდღე იცვლის სახეს, აქ ყველა თავისას ახატავს და აწერს, ლენონის პირვანდელი სახე კი დიდიხანია დაკარგულია.

7. წმ. ნიკოლოზის ეკლესია

ეკლესია კარლოვის ხიდის ბოლოს მდებარეობს და ულამაზესი ინტერიერითი გამოირჩევა, იგი 1704-1755 წლებში აიგო და ბაროკოს სტილისაა.

8. პრაღის ციხესიმაგრე

ციხესიმაგრე 70 000 კვადრდატულ მეტრ ფართობზეა გაშლილი და ცნობილია მსოფლიოში უდიდეს ციხესიმაგრედ. აქ დამთვალიერებელს ქვაფენილებით ასავლელი აღმართი ელის.

9. იოზეფოვი

პრაღელი ებრაელების ყოფილი გეტო, იგი ძველი ქალაქის ნაწილში მდებარეობს. გეტოს შექმნის ისტორია XIII საუკუნით თარიღდება.

იოზეფოვის უბანს ექვსი სინაგოგა, საზეიმო დარბაზი და ევროპაში ყველაზე თვალსაჩინო სასაფლაო აქვს.

10. ძველი ქალაქი

ქალაქი გამოირჩევა ბევრი ისტორიული ძეგლითა და ღირსშესანიშნაობის სიმრავლით, მათ შორის სალვადორ დალის მუზეუმითაც, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს ტურისტებში.