ტრანსპორტით უზრუნველყოფა

ტრანსპორტით უზრუნველყოფა

ტრანსპორტით უზრუნველყოფა

სასტუმრო

სასტუმრო

სასტუმრო

სამოგზაურო დაზღვევა

სამოგზაურო დაზღვევა

საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს სამოგზაურო დაზღვევის პოლისი დაგიცავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების შედეგად გამოწვეული ხარჯებისგან. ჩვენს ოფისში შესაძლებელია როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი სამოგზაურო დაზღვევის შეძენა.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სამოგზაურო დაზღვევის თქვენთვის ხელსაყრელი ვარიანტი: 
 

სტანდარტული (ერთჯერადი) პოლისი განკუთვნილია საზღვარგარეთ მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამ შემთხვევაში თქვენ კონკრეტულად უთითებთ ქვეყნიდან გასვლის და დაბრუნების თარიღებს და დაზღვეული გაქვთ პოლისში მითითებული დღეები. 

პოლისი ბიზნეს თრეველი განკუთვნილია მათთვის, ვინც წლის განმავლობაში ხშირად მოგზაურობს და შესაბამისად, ხშირად სჭირდება სამოგზაურო დაზღვევა. ბიზნეს-თრეველით შესაძლებელია სამოგზაურო დღეების რაოდენობის წინასწარ შეძენა და ერთ პოლისში დაფიქსირება, რომ ყოველ ჯერზე აღარ მოხდეს პოლისის გამოწერა. ბიზნეს-თრეველი მთელი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად საჭირო აღარ არის კონკრეტული თარიღის დაფიქსირება და ახალი პოლისის გამოწერა ყოველ მოგზაურობაზე. გახარჯული დღეები ფიქსირდება დაზღვეულს პასპორტში - საზღვრის გადაკვეთისა და გადმოკვეთის მომენტში. 

მრავალჯერადი პოლისი ითვალისწინებსსამოგზაურო დაზღვევას საზღვარგარეთ გრძელვადიანი ვიზიტისას. 

წლიური მრავალჯერადი პოლისი ითვალისწინებს სამოგზაურო დაზღვევას წლის განმავლობაში გრძელვადიანი ვიზიტებისას. ამ შემთხვევაში დაზღვეულია ქვეყნიდან ყოველ გასვლაზე პირველი 28 დღე.  

 

ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ დამატებითი ბენეფიტები:

  • ბარგის დაზღვევა - თუ მოგზაურობისას ავიაკომპანია დაკარგავს ჩაბარებულ ბარგს, წარმოადგინე ავიაბილეთები და ოფიციალური დოკუმენტაცია ბარგის დაკარგვის შესახებ და ჩვენ აგინაზღაურებთ წარმოქმნილ ხარჯებს, ასევე, ბარგის დაგვიანების შემთხვევაში აგინაზღაურდებათ თანხა, რომელიც საჭირო იქნება პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად
  • რეისი გადადება - რეისის გადადების შემთხვევაში ავიაკომპანიის მიერ შემოთავაზებული სასტუმროს ნაცვლად თავად შეძლებ აირჩიო სასტუმრო, რომლის ხარჯებს ჩვენ ასევე ავანაზღაურებთ

იყავი დაცული მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას!